ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რებეკა
ჟანრი: პოეზია
24 დეკემბერი, 2008


ხილვა

როგორ შემოხვედი დაკეტილ კარებში?
ნუთუ სხივს მოჰყევი, შემოსულს სარკმელში?
სხეულგაძარცვულო სულო  სად წახვედი,
არ მჯერა, უჩემოდ ზეცაში ახვედი?
ვერაფერს ვერ გრძნობდი, წინ მედო გვამი და
ჩემი მზე დაბნელდა, ჩრდილოეთს ჩავიდა!
სამყარო გაცივდა, გაფითრდა, გარინდდა,
გულის ყველა ძარღვი უეცრად ჩამიწყდა.
ეგ წმინდა სხეული, უჩემოდ დამიწდა
და ჩვენი წარსული კოცონთან დაიწვა...

ეხლა კი, საფლავზე ყოველ დღე დავდივარ.
ფიტული, საბრალო, ბოღმა და დარდი ვარ..

მხოლოდ დღეს გავაღე პირველად დარაბი,
მასში შემოსული სხივი ვერ დავაბი.
იმ სხივს შენ მოჰყევი შრიალა ფარჩებით,
მომეცი პირობა, ჩემთან რომ დარჩები.

მზეო არ ჩახვიდე, მზეო, გთხოვ გაჩერდი.
მე სხივში გხედავდი და სხივში გამჩნევდი.
აღარ დამიჯერა, ჩემგან შორს წავიდა.
ეს წმინდა ხილვა კი, მზის სხივთან ჩავიდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები