ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
25 ივნისი, 2015


"თოკიტესი შავი ღოჭი"



  თხუთმეტიოდე წლის წინ ჩემს მეზობლად ოჯახი ცხოვრობდა. მამა, დედა და პატარა თორნიკე_
ჩემს დიმაზე ორი ან სამი წლით უფროსი.
პატარებს ძალიან უყვარდათ ერთად თამაში და მეც  მიყვარდა ლამაზი და კულულთმიანი თორნიკე_დიმას ენაზე თოკიტე...
    როცა მინდოდა რომ დიმა მასთან არ წასულიყო, ვატყუებდი, თორნიკეს შავი გოჭი ყავს და ის გიკბენსთქო.
ამ  უცოდველ ტყუილს მალე მიმიხვდა დიმიკო, მაგრამ ჩვენ მაინც შემოგვრჩა სიტყვის მასალად "შავი ღოჭი".

  თორნიკეს მამა  , ნაკითხი, განათლებული კაცი იყო, მაგრამ სასმელს მიეძალა და გალოთდა.
მერე თორნიკე დედამ წაიყვანა და ...ოჯახი დაინგრა.
მას მერე მხოლოდ ორჯერ ვნახე თორნიკე:
ერთხელ ბაბუის დასაფლავებაზე და მეორედ კალათბურთის მატჩზე.
მერე..
უბანში რომ არაფერი დაიმალება და...
ჯერ დედამისი წავიდა პორტუგალიაში და ახლა თორნიკეც წაიყვანაო_თქვა ვიღაცამ



გალოთებული მამამისი კი ყოველდღე ხან ბორდიურზე არის წაქცეული და ხან მაღაზიის წინ, არყით გამომთვრალი.
საშველი კი არსაით...
 
  ფეისბუქმა მე და თორნიკე ისევ დაგვაკავშირა და პირველი, რაც მიკითხვა-მოკითხვის მერე  მომწერა, ბოლოს მამაჩემი
როდის ნახეთო?
თვალები ამეწვა ცრემლებით
_ამ დილით ვნახე, მაგრამ არ მახსოვს მეთქი, სად...
_ თუ შეგიძლიათ, რომ მასთან დამალაპარაკოთო _მთხოვა
_ როცა მომწერ, მეც მაშინვე მეთქი_ დავპირდი
მას მერე ერთი თვე გავიდა.
მამამისიც ბევრჯერ შემხვდა...
მოვუყევი...
აუცრემლდა თვალები და მთხოვა, ეგ ყველაფერი ფხიზელი როცა ვიქნები, მაშინ მომიყევითო
_ტელეფონი უნდა გამოეგზავნაო_ აეღერღა სალაპარაკო
პორტუგალიაშიაო? _ჩააღწიაო?
_კი მეთქი
_თუ დაგირეკოს, ქალბატონო მარი, უთხარი რომ ერთი კვირაა მამაშენს სასმელი  არ დაულევია და არც პაპიროსი მოუწევიაო...
მერე რომ შემატყო, გამიკვირდა...
არა, ახლა აგერ ბიჭები შემხვდნენ და...ერთი ჭიქა დავლიეო_მოიბოდიშასავით.

ველოდი მე...

დარეკა მან...

დიდი იმედი არ მქონდა, რომ სახლში დამხვდებოდა, მაგრამ მაინც გავიქეცი და დავუძახე...
ხუთ წუთში მოვიდა
ნაუშნიკები მე თვითონ გავუკეთე...
მერე ცოტა ხანს საუბარი ვერ ააწყეს...

_ წვერი რატომ გაქვსო_ პირველი ის ჰკითხა შვილს.
არ მესმოდა, მან რა უპასუხა...
_დედაშენი როგორაა ბიჭოოო
ვერ ამის პასუხი გავიგე...
_პორტუგალიაში ხარ ახლაო? ანტლანტის ოკეანეში უკვე იჭყუმპალავეო?
შემრცხვა...
ამ წამს  მე არ მახსოვდა ეს ოკეანე...
_მიყურებ ახლაო?_არ იცოდა კამერა სად იდგა...
თორნიკე გაბრწყინებული თვალებით უყურებდა მამას...
რამდენჯერმე იკითხა, დედაშენი სადააო...

ენა იცი უკვე თუ ინგლისურად ლაპარაკობო?
პატარა ბოსტანს , ჩემს ბოსტანს მარტო ვუვლიო...

მერე მე მარტო დავტოვე და დიდხანს, დიდხანს ილაპარაკეს...

  როცა  ოთახში შემოვედი, სკაიპი და კომპიუტერი ჩართული იყო, ნაუშნიკები იქვე დაწყობილი, ყავა, რომელიც მისთვის
გავამზადე, გაცივებული...
პატარა თოკიტე დიდი ბიჭი გამხდარიყო...
მეტრი და ოთხმოცდათხუთმეტი...





 


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს