ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაირიმ-ი
ჟანრი: პოეზია
25 ივნისი, 2015


პატარა ამბები ...

            *  *  *
თითქოს ხალები ...
შორს მთის კალთების მწვანე ხავერდზე
ძროხები ძოვენ.

13.06.2015. 


როცა გოგავებთან ვსტუმრობდი ჩუბინიანთკარში ახალმთვარისას ...

            *  *  *
ჰე, მეგობრებო, აქეთ მოიწით!
გაუთიბია ღრუბლები ცაზე სამი დღის მთვარეს -
ესეც „ცუკიმი“..!

20.06.2015. 

...............................
"ცუკიმი" (იაპ.) -  მთვარის ნახვით (ყურებით) ტკბობა;


ჩუბინიანთკარი

            *  *  *
ნეტავი ასე უთენია ვინ აკაკუნებს? -
გაკვირვებული თვალს ვავლებ ეზოს ...
ბებერ ალუბალს დღეს კოდალა სწვევია სტუმრად!

21.06.2015.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები