ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კინწურაშვილი
ჟანრი: პოეზია
27 ივნისი, 2015


საუბრები ძილის წინ

***
მესაუბრები ასაკზე და ქედმაღლობიდან
გამომდინარე, რეალობის გამო მამცირებ,
ყველაფრის გამო დავბრუნდები გწამდეს ომიდან,
დაბრუნდები და ძველებურად გამოგაცილებ
სამსახურიდან-სახლამდე და მერე დავწვები,
პროგრესულია დამიჯერე მსგავსი სიგიჟე,
როდესაც წვიმს და რომანტიკის გამო საცვლებით
დარბიხარ ყველა ოთახში და არ გრძნობ სიშიშვლის
უხერხულობას, შემოიცვამ პერანგს და ქურას
დაანთებ, შემდეგ მოამზადებ ფრის ან ომლეტებს,
და შხაპის დროსაც კარებსაც კი არ დამიხურავ,
სულ რომ არ ვიგრძნო, რა რთულია ბედი პოეტის,
მშვენიერია გაცილებით კოცნა ძილის დროს,
როდესაც დილას წამოვიწყებთ ისევ ნულიდან,
გამომდინარე რეალობით ვამბობ იმიტომ,
პროგრესულია გაცილებდე სამსახურიდან.
გაღვიძებულს კი რომ დამხვდება ფრი და ომლეტი,
პატარა ქურას, პატარა სახლს და ბევრ ყვავილებს
მოვრწავ ლექსებით, ამიტომაც მქვია პოეტი,
მერე კი დილის სილამაზეს გაგიხანგრძლივებ.
სამსახურიდან დაბრუნებულს ლექსი დაგხვდება,
ისეთი ტკბილი, როგორც გიყვარს ყავა უშაქრო,
სულ არ გვჭირდება დახმარება სრულად, ნახევრად,
და არც ვინმე სხვა, გრძნობები რომ გადავუშალოთ.
ეს საუბრები კი ასაკზე ქედმაღლობიდან
გამომდინარე, რეალობის გამო მამცირებ,
ყველაფრის გამო დავბრუნდები გწამდეს ომიდან,
დაბრუნდები და ძველებურად გამოგაცილებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები