ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პოეზია
26 ივნისი, 2015


უცნობი პოეტი

შენ ჩემში გიყვარს მხოლოდ,ლექსები
სხვა ყველაფერი შენთვის უცხოა
მაშინ აჯობებს მე გაგეცლები
დარჩეს რაც შენთვის საიდუმლოა
ქუჩაში შემხვედრს,გამივლი ჩუმად
არასდროს გეტყვი:_ეს მე ვიყავი
ლექსები გიყვარს,ჩემში რომ სდუმან
და რომ გცოდნოდა თუ გამრიყავდი?
შენ ჩემში გიყვარს მხოლოდ ფრაზები
ლექსად ვიქცევი თუ ვარ მთლიანი
არ მიცნობ, ჩემზე ვერ გაბრაზდები
მე ვარ უბრალო ადამიანი... 
                                                                                                    2012წელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები