ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი კუტალაძე
ჟანრი: პოეზია
26 ივნისი, 2015


გამოდი გარეთ

გამოდი გარეთ, ერთხელ უნდა ჩაგიკრა გულში,
ვეება ხეებს ავედევნოთ მდინარის პირას,
ავუყვეთ ნისლებს სულ ზევით და ვეძიოთ სახლი,
ნუშის ბაღით და ავერეკლოთ თვალებში დილას.

ამოვა მზე და ჩაეტევა წვეთში სხივები,
ხეები ტოტებს გაშლიან და ჩრდილებს ბადებენ,
უფერულ დილას მიეცემა დღეს  შენი ფერი,
ნამეხარ კლდის ქიმს ჩანჩქერები  ჩამოანგრევენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები