ნაწარმოებები



ავტორი: ჭურიპირი
ჟანრი: პოეზია
1 ივლისი, 2015


დაუსრულებელი

პირველი დღეა დარჩენილ დღეთა,
ჩემთვის კი უფრო გასულთა  ბოლო,
გაბზარულ სულში სისხლივით წვეთავს
სუიციდების გეგმები მხოლოდ;

სხვა დანარჩენი არის რეფლექსი,
ფიქრადაც არ ღირს, გლოვად - მით უფრო.
ჰო და წაიღოს წყალმა ეს ლექსიც...
აღარ ვაგრძელებ. გადავიფიქრე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები