ნაწარმოებები


დაიწყო ლიტერატურული კონკურსი “მაისის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=120     * * *    

ავტორი: ლიკა ჭელიძე
ჟანრი: პოეზია
1 ივლისი, 2015


ბოლო ლექსი

გამოვიგონეთ ბედნიერება,
ვკადნიერდებით და ბედს ვებრძვით,
ვერ ვთქვით, ვერ დავწერეთ,
დავწექით და თვალები დავხუჭეთ ტკივილამდე,
დავისიზმრეთ მომავალი,
ხო, მრავალი წელია გვძინავს,
თვალებიც შეეჩვია ტკივილს და
თვალებს შიგნით მომწყვდეული მინა,
ირეკლავს სიზმრებს,
რომლებსაც ოცნებებს და მიზნებს ვარქმევთ,
არადა ვაზნებივით ვაწყობთ ოცნებებს ცხოვრების გზაზე,
რომელსაც
ვერახდენის შემთხვევაში,
მივიბჯენთ საფეთქელთან  და
ჩვენივე ცხოვრების გზაში ჩაწყობილი ვაზნებით,
გამოვიტანთ განაჩენს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები