ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამუნა ჭიღლაძე
ჟანრი: საბავშვო
2 ივლისი, 2015


ტასოს სიზმარი

ჩამეძინა, სიზმრად ვნახე
წუხელ ზღაპრის გმირები,
კიდევ ერთხელ,რომ მესიზმროს
სულ მთლად გადავირევი.
ვიხტუნე და ვითამაშე,
მზის კალთაშიც ვიჯექი,
იქვე ახლოს დავინახე
უბნის გოგო-ბიჭები.
წრე შევკარით ერთად ყველამ,
ო,რა ტკბილად ვიმღერეთ...
ცეკვითა და ოხუნჯობით
გული კარგად ვიჯერეთ.
კაბა მეცვა სიფრიფანა,
ფრთებიც მქონდა პაწია,
ყვავს წიწილა გამოვტაცე
( თურმე გაუტაცია).
ფიფქია და წითელქუდა
ჩემს საწოლში ვაძინე,
კუსაც ტვირთი ჩამოვხსენი,
ძალიან რომ ამძიმებს.
ხეზე იჯდა დათვის ბელი,
კასრით თაფლი მივართვი,
არც კი ვიცი, რომ უყვარდა,
როგორ გამოვიცანი.
ჰოდა, როცა გავიღვიძე
ძლივს, ანცობით დაღლილმა,
დედას ხელში ვეჭირე და
საწოვარას მაწვდიდა.
მამიკო კი იქვე ახლოს
ბოლთას სცემდა ვიშვიშით:
- ნეტავ ჩემი ტასიკუნა
ძილში რატომ იცინის?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები