ნაწარმოებები


დაიწყო ლიტერატურული კონკურსი “მაისის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=120     * * *    

ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
2 ივლისი, 2015


მწვალებლობა

“მოძღურებად დედათა არა უბრძანებ” (I ტიმ. 2,12).
“დედანი თქუენნი ეკლესიასა შინა დუმნედ” (I კორ. 14,34)


ქალ ეპისკოპოსს შესდგომია ვიღაც სულელი,
უნთებს საცეცხლურს და ტლუ თავში არც კი გაივლებს,
რომ მის საკმეველს ისეთივე ცრუ აქვს სურნელი,
როგორც ხელოვნურ - პლასტმასის და ცვილის ყვავილებს.

ამ, ყნოსვის-უნარ-შეზღუდული ბრიყვის, მერე, გულს,
სხვა ჰიპოთეზაც სალბუნივით ელამუნება,
სჯერა, რომ უფალს, განკაცებულს(!), სულით ხორცშესხმულს(!),
მხოლოდ ღვთიური, ზეციური ჰქონდა ბუნება.

ასეა, სცოდავს ადამის ძე, ფსევდოჭკვიანი,
წვალობს თავის თავს მინდობილი, უფალს კი არა.
ვერ შეუცვნია ვერც ღმერთი, ვერც ადამიანი,
სწამს ქალი-ეპისკოპოსი და პაპის ტიარა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები