ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
*** მორჩა, რაც სხვებმა ვერ მოარჩინეს, რთულია ვინმემ რომ მოგარჩინოს, გამოსაჩენი გამოაჩინეს, რაც ხალხი არის, აქვთ თვალსაჩინო.
ჩემი თვალების მრალძარღვები, წითელ წიგნივით გაწითლებულა, არავინ მიდის, თორემ წავყვები, მარტო დავდივარ კვლავინდებურად.
რაც შეეხება წუხილს თვალნათელს, არ ეშველება ასე მარტივად, როდესაც სულის ყეფა წამართვეს, მას მერე ფრენის ნაცვლად დავდივარ.
ვისთვის ეშმაკი, ვისთვის სალოსი, და მშობლებისთვის შვილი მაძღარი, მხოლოდ საკუთარ სულში ამოსვრილს, მოწყობილი მაქვს ჭუჭყის ტაძარი.
ვმოძღვრავ წარსულით აწმყოს მომავალს, და რეალობით შემონისლული, ისეთი ტკბილი ყოფნის მონა ვარ, დოზის გარეშე ვიღებ ინსულინს.
*** ამდენ გენიოსთან, ამდენ მთასვლელებთან, ისე პატარა ვარ, თქმაც კი მეშინია, ცრემლებამომშრალი წვიმით დავსველდები, რადგან ჩემი გრძნობა, ჩემზე შეშლილია. ყვირილს ჩავანაცვლებ წმინდა მდუმარებით, ჩემს სულს გამოკვებავს დედის საკურთხები, დასტურს მეძახიან ყველას უარები, როგორც ბაბუაჩემს, გლეხად მაკურთხებენ. ან მთლად უარესი, მამას შემადარებს, ჩემით გამომთვრალი შტერი მერიქიფე, ვისთვის ერთგული და ვისთვის მექალთანე, სხვები რას იფიქრებს, მე დღეს ვერ ვიფიქრებ. რადგან საფიქრალი მეტად დიადია, მეტად მარტივი და მეტად ლოგიკური, რაც რამ მაბადია, სულ არ მინატრია, მშრალად გავიარე გზები მოლიპული. ისევ გულახდილი, ანუ სევდიანი, ქუჩებს გადავყურებ, დილით ცვარიანი, ამდენ გენიოსზე ბევრად მეტი არი, ვისთვის უბრალო და ვისთვის ბრალიანი მერქვას, ვიყვირო და ბილიკს ავებუნტო, თუნდაც გლეხი ვიყო, თუნდაც მამის ტოლი, ყოველ ამოსუნთქვით სუნთქვას გავეგუდო, ვისთვის ყრუ ვიყო და ვისთვის ბარიტონი. ბევრად მეტი არის, ვიდრე მწვერვალები, სითბო ვუწილადო ქუჩის მუსიკოსებს, ისე დამიხურეს გრძნობის შესასვლელი, ღვარძლის მთესველივით ვიბრძვი კუბიდონზე. სადაც დავიბადე, იქვე დავბერდები, ისე პატარა ვარ, ვერც კი გაიგებენ, მტრედებს მასპინძლობენ ჩემს წინ ანტენები, ქვემოთ, მთასვლელები დებენ გარიგებებს.
ნატურალური წვენი *** არც გეი არ ვარ, არც ბი, არც ქალწულობის მომხრე, შუბლზე ასული წარბი, შეხედულებებს მომხვევს. ნატურალური წვენი, მაღაზიებშიც დადეს, მომხრე ვარ ყველა ვნების, რომელიც აგამაღლებს. სიყვარულს სქესი არ აქვს, ფობია ექიმს არჩენს, ზოგი გასათლელ ფანქარს, ღამის კლუბებში არჩევს. მომწონს სათლელი ბასრი, უაზიატო რასა, ტრადიციების არსი, არის ნარჩევი მასა. არ მწყინს რომ არ ვარ მათში, ვიცი რომ ვიღაც გამცემს, ვგმობ ძალადობას ხალხში, ვიცავ ბის, გეის ნაცემს. მაღიზიანებს რადგან გრძელულვაშება ბრძენი, გეიმ იყიდა დახლთან, ნატურალური წვენი.
როკერის ქადაგება *** შემჭამე, დამლიე მერე კი დაწექი, დაწექი ყველასთან, რადგან გსრუს გაგჟიმონ, დატოვე სულყველას საწოლში საცვლები, უბრალოდ დატოვე, ასეა საჭირო. უსმინე მენსონს და ეცეკვე მასონებს, შეუშვი შენს გულში მეტალი, ჰარდროკი, იკვნესე გიჟივით, ძალიან ასწორებს, და მერე ორგაზმის სიწმინდით დაოკდი. არ უთხრა დასტური არავის სიყვარულს, შენ ცხოვრობ ყველაზე წმინდად და პანკურად, გკიდია ქონება, აგრძელებ სიარულს დახეულ ჯინსებით და ამის დასტურად, ტალახით დასვრილი გაცვია კეტები, ჭამ სოკოს, თრიფავ და ზღაპრებში შიშვლდები, ვარდისფერ ღრუბლებში ყველასთან ეტევი, და მათთან დარჩენას არავის პირდები. გინდოდა მენსონთან ყოველთვის ჯიმავი, ხელს ნაზად აცურებ, თამაშობ საბნის ქვეშ, ოჯახშიც ისეთი გულღია იყავი, ვერც დედამ მიგიღო, სახლიდან გაგიშვეს. ახლა კი მოდი და შემჭამე, დამლიე, მერე კი დაწექი ყველასთან, გაგჟიმონ, უსმინე, ეცეკვე, ხალხისთვის ბარიერს, მისმინე, მეცეკვე, ასეა საჭირო.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. "ისეთი ტკბილი ყოფნის მონა ვარ,"...- ყოფის ალბათ...
ცრემლებამომშრალი წვიმა რომელია?...-გვალვა?...:)
"დახეულ ჯინსებით და ამის დასტურად, ტალახით დასვრილი გაცვია კეტები,"....- ეს რაღაც ნიკა ჩერქეზიშვილისეურია...:)
რითმებით ლაპარაკის გარდა, კიდევ რაღაც მინდოდა მეპოვა აქ...ალბათ მე ვარ ცოტა პრეტენზიული მკითხველი...:) :-* +2
"ისეთი ტკბილი ყოფნის მონა ვარ,"...- ყოფის ალბათ...
ცრემლებამომშრალი წვიმა რომელია?...-გვალვა?...:)
"დახეულ ჯინსებით და ამის დასტურად, ტალახით დასვრილი გაცვია კეტები,"....- ეს რაღაც ნიკა ჩერქეზიშვილისეურია...:)
რითმებით ლაპარაკის გარდა, კიდევ რაღაც მინდოდა მეპოვა აქ...ალბათ მე ვარ ცოტა პრეტენზიული მკითხველი...:) :-* +2
1. საინტერესო რამეებია საინტერესო რამეებია
|
|
მონაცემები არ არის |
|
|