ნაწარმოებები



ავტორი: ბალახა
ჟანრი: პოეზია
2 ივლისი, 2015


* * *

ვზივარ და ხელთ მაქვს ნაჩუქარი წიგნი-თაგორის,
იმ პარკში ვზივარ და იმ სკამზე, სადაც შენს თითებს
კოცნით ვნამავდი.
ვზივარ და ვხედავ კორპუსების მიღმა მთა-გორებს,
მთა-გორის მიღმა ეტრუსკებს და გამოღმა სკვითებს,
მოანდამატე
თვალებს ვეძებ, სულ ვეძებ, ვზივარ,
ვფიქრობ, როდემდე გაგრძელდება ეს რონდალია?
უბრალო ზღვა ვარ, ბრალიანი შენა ხარ კოვზი,
მოდი, დამლიე.
ვზივარ და ვხედავ ათასგვარი სექტის მიტინგებს,
არადა ჩემს წინ მშვენიერი კატა კრუსუნებს,
ვზივარ და ყოვლად უნამუსო ანუ უდინგო,
ანუ უსუნო,
ვზივარ და ვხედავ ბავშვებს ყვითელ საქანელაზე,
მეზობელს-ისიც უდინგოა და მოლოდ ტაქსას
გაასეირნებს, უკეთ რომ ვთქვათ გადარბენაზე
გამოჰყავს. აფსამს.
კრთება. იყეფებს. დაიხრება. ადგება. ჯდება.
ვზივარ და ხელთ მაქვს ნაჩუქარი წიგნი-თაგორის,
ვზივარ და ჩემი სიმარტოვის მქვია ეჯიბი,
გავცქერ მთა-გორებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლურსმანი ვულოცავთ დაბადების დღეს