ნაწარმოებები



ავტორი: სამუმი
ჟანრი: პოეზია
2 ივლისი, 2015


* * *

დღეს ჩემი ქუჩა არის მსგავსად აკვარიუმის,
ათასი ფერის ლიფსიტებით და ხალხით სავსე...
კაფეში ვზივარ ვიტრინასთან, აქ ვარ, მოემის
წიგნი მიჭირავს და ერთეულ სიგიჟის მსგავსად
ვუცქერი ღამეს, რომ მიცოცავს კორპუსთა მიღმა,
ღამე-ყველი სიგიჟის და სიმშვიდის მაცნე
და ჩემი სულის ზედაპირი-თვალების სიღრმე,
ჩემი თვალების ზედაპირი და ცრემლის განცდა
ირევა, მაგრამ ვერ მერევა, ვირევი თუმცა,
ვირივით ერთგულს მორჩილების მადგას უღელი
და ვარსკვლავებში ვიძმობილებ ყველაზე უმცროსს,
მთვარის საცერით რომ გაივსოს ზეცის ბეღელი
და მერე შენთან მოვიტანო სახით ქატოსი
ათინათების ნარჩენები და შენს ლოგინთან
დავყარო, როგორც თოვლმა იცის შენსკენ პლატოზე
და თოვლი მინდა, თოვლი, თოვლი, თოვლი, ვბოგინობ!
დღეს ჩემი ქუჩა არის მსგავსად აკვარიუმის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები