ნაწარმოებები


დაიწყო ლიტერატურული კონკურსი “მაისის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=120     * * *    

ავტორი: კაკი
ჟანრი: პოეზია
2 ივლისი, 2015


გვირილები

გვირილებიან თეთრ მინდორში სეირნობისას,
დაუდევრად რომ გადათელე ფეხით სითეთრე,
მეტკინა ისე,თითქოს გულზე წიხლებს მაჭერდნენ,
და თვალებიდან ტკივილმა და ცრემლმა იფეთქეს.
ვერ დავიჯერე თუ შეგეძლო იმ სითეთრისთვის,
შენი ფეხებით გაგესრისა ყვითელი გული.
და როცა ხელში თაიგული შემომაჩეჩე,
ხელის გულებზე შევიზარდე და ახლაც ვუვლი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები