ნაწარმოებები


დაიწყო ლიტერატურული კონკურსი “მაისის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=120     * * *    

ავტორი: ბექა ქებულაძე
ჟანრი: პოეზია
7 ივლისი, 2015


სული გავაღმერთოთ ტაძრამდე!

გასულ წლების ნაცვლად ზურგზე მეკიდები ცოდვებად -
ჩემი მატიანის ერთი მეოთხედის ნაწილო!
აწი ვერ გიშველის ვეღარც ტირილი და გოდება,
რადგან შენს მაგივრად, ჩემი თავი უნდა გავწირო.

ალბათ ბეჭებიდან ფრთების კორიანტელს შენც გუობ,
რომ ხარ ანგელოსი, იქნებ ამიტომ ვერ შევჯერდით.
სივრცის ჯებირიდან მინდა ღია ზღვაში შევცურო,
იქ რომ მოვისროლო შენზე მორგებული ბეჭედი.

იქ რომ ჩაიფერფლოს შენთვის ანთებული კოცონი,
თბილი დინებიდან ცივი დინებისკენ გავცურავ.
გახსოვს შეხვედრამდე როგორ გამჩნევდი და მომწონდი?!
მაშინ ვერ ვამბობდი? ახლა გეუბნები კაცურად!

თვალს რომ იბრმავებდი, სულს რომ ატოკებდი ტანიდან,
თავს რომ მარიდებდი, გულს რომ სისხლძარღვებზე დაღავდი,
ახლა არ გაბედო, ჩემზე არ მოხიო თავიდან,
მელანშეშრობილი ცრემლებლექსიანი ქაღალდი.

ჩემგან განსხვავებით შენ რომ ჩვეულებრივ მელევი,
მაშინ შემეძლო და ახლა არ მოგითმენ არც ამდენს.
და მე არ დანდობილ,
და შენ არ დალეულ ცრემლებით
უნდა გავბედოთ და
    სული
        გავაღმერთოთ
                      ტაძრამდე!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები