ნაწარმოებები


დაიწყო ლიტერატურული კონკურსი “მაისის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=120     * * *    

ავტორი: კოლა
ჟანრი: პროზა
3 ივლისი, 2015


წარსულისა და მომავლის კვლადაკვალ (1)

‘’ნუ დაივიწყებ სიყვარულს ბნელ და უჩინარ ღამეში, მზე შუბის ტარზე ამოვა ჩვენი ცხენების თარეშში’’
რაღაც უაზრობებს ღიღინებდა ხოლმე მხედართა გუნდიდან ერთ-ერთი. დაახლოებით 10-15 ცხენოსანი იყო .  სულ წინ მიმავალს გრძელ ჯოხზე წამოცმული დროშა ეჭირა ,რომელზეც მოშავო თუ მოყავისფრო არწივი იყო გამოსახული. ბევრი არ უვლიათ ისე მიადგნენ მთის მდინარეს ,რომელიც იმდენად წმინდა და კამკამა იყო ჯერ არ ჩასული მთვარის შუქზე ქვები ნაირფერად კიაფობდნენ. დაუფიქრებლად შეაბიჯა ყოველმა მათგანმა  გზის გასაგრძელებლად. წყალმა ნახევრამდე ძლივს დაფარა ცხენების ფეხები .  თოვდა,მაგრამ არ ყინავდა. მხედრებს წამოსასხამები კისრამდე ქონდათ აბნეული . რამდენიმე მათგანს ბეწვის ქუდებიც ეფარათ.
-ღმერთმა დალოცოს ჩვენი დედაქალაქი. ახლა იქ მზე ისე აცხუნებს როგორც არსად მთელს სამყაროში
- ამ შუარამეს მზე როგორ დააცხუნებს უვიცო _ დასცინა მეორე მხედარმა
-გათენდება და დააცხუნებს . ღმერთმა დაგვიფაროს და სულ ღამე ხომ არ იქნება.
სადღაც ახლოდან ღრენის ხმამ ორივე აიძულა კინკლაობა შეეწყვითათ. 
-რა ხდება ტორო ?_მედროშის უკან მიმავალმა მხედარმა  მთასავით გადმოხედა ძაღლს , რომელიც ისეთი თეთრი იყო ირგვლივ მყოფი თოვლისგან ძლივს გაარჩევდით და ისეთი უზარმაზარი ძაღლზე მეტად  მგელს გავდა. გაღებული პირიდან ცეცხლივით წითელი ენა გამოუჩნდა. უკანა ფეხები ძირს დაჰკრა და ტყეში უგზო-უკვალოდ გაიქცა.  მხედრებმა ხმალზე იტაცეს ხელი და იმ უკანასკნელს აქეთ იქედან ამოუდგნენ ისე,რომ სულ დაფარეს.
-თქვენო მოწყალებავ ნება მომეცით წინ წავიდე და გამოვარკვიო რა ხდება. რამე უბედურებას არ შევხვდეთ_თავდახრილმა ითხოვა ნებართვა ცხვირმოკაუჭებულმა.
ის კაცი ,რომელსაც მეფეს ეძახდნენ ყველას და მოულოდნელად ჩამოქვეითდა.ცხენს ლაგამში ხელი ამოსდო და გზა ისე გააგრძელა. იქეთ და იქეთ თოვლს ისე დაემძიმებინა ხეები ,რომ ტოტები მიწამდე დასთრევდათ  და იძულებულნი იყვნენ  თავდაწეულებს ევლოთ. ძაღლი არსად ჩანდა. იმის გამო,რომ  თოვდა კვალი ნელ-ნელა ფერმკრთალდებოდა.
-აქ მგონი რაღაც არის დაივირეს ჩრდილოეთიდან.
ყველა იმ მიმართულებით შეტრიალდა. ადგილზე მისულებს უცნაური სურათი დაუხვდათ.  ხის ქვეშ სადაც თოვლი ძლივს ატანდა  სისხლის ლაქები კარგად ეტყობოდა.
-ვიღაც მოუკლავთ_დინჯად წარმოთქვა მეფემ
-იქნებ ნადირია. გამწარებული მხეცები დარბიან ტყეში
-და იქნებ ადამიანია_გამომცდელად იკითხა მან და სიტყვა არც ჰქონდა დამთავრებული ,რომ ხეების ქვეშ მისი ზაღლი ტორო გამოჩნდა. ყველას უცნაურმა  გამომეტყველებამ გადაჰკრა სახეზე.  ძაღლი უბრალოდ კი არ მოდიოდა პირით რაღაც გრძელს მოათრევდა და თან გზა და გზა სისხლის კვალს ტოვებდა.
-მგონი ტორო დაჭრილია
მეფე მივარდა და  ყელზე ხელები მოხვია . თეთრი ბეწვი მთელს კისერზე წითლად ჰქონდა შეღებილი. პირში რაც ეჭირა გამოაცალა თან ისე ,რომ ცხოველს წინაარმდეგობა არ გაუწევია.
-ტანსაცელია?_ცნობისმოყვარეობით არსავსე თვალებით იკითხა  რომელიღაცამ
-თან ქალის _არმოხდა მეფეს და თან ცხენზე შემოჯდა.
კაპიუშონიანი წამოსასხამი ,რომელიც თავის დროზე იისფერი უნდა ყოფილიყო ახლა წითელი უფრო ეთქმოდა.  მეფემ ქსოვილი ცხენის კისერზე გადაკიდა და  ერთგულ ძაღლს ანიშნა  წაჰყოლოდა. ცხოველმა მალევე გაუსწრო მხედარს და ორივე  სივრცეში გაუჩინარდა.  დანარჩენი ცხენოსნებიც ფეხდაფეხ მისდევნენ გაუკვალავ თოვლში  ამ უმისამართო ძიებას.
ყველაფერი უცნაურად დაემთხვა.
ეს ყველაფერი ნადირობას აღარ გავდა.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები