ნაწარმოებები


დაიწყო ლიტერატურული კონკურსი “მაისის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=120     * * *    

ავტორი: დანიელ
ჟანრი: პროზა
3 ივლისი, 2015


როცა რაინდები დრაკონებს ვეღარ კლავენ (ნაწილი მეოთხე. 2003 წელი. შემოდგომა. თავები: მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე )

თავი მეათე
გია მღელვარებისგან ფეხზე წამოდგა, ასეთ რამეს არ ელოდა, საიდან მიხვდა მერაბი რომ გია იყო, როგორ მოაგნო? იქნებ რამე საშიშროება ემუქრებათ ნოდარს, ნათიას... რეზიკოს, პატარა გიორგის? გიამ არ იცოდა რა ექნა, არ იცოდა როგორ ემოქმედა. დამუქრებოდა მერაბს გიპოვი და დედას გიტირებო? თუ მოეტყუებინა არ ვარ გიაო. როგორ შეიძლება ეს მერაბი ყველაფერს აკონტროლებდეს?! გიას კიდევ უფრო იპყრობდა ბრაზი. აცნობიერებდა რომ ამ სიტუაციაში მას არაფრის გაკეთება არ შეეძლო და რაც უფრო ნათლად აცნობიერებდა მით უფრო იპყრობდა ბრაზი, მზად იყო კომპიუტერი ერთიანად დაელწა და ავეჯის დიდი ნაწილიც ზედ მიეყოლებინა, თუმცა არა, გიას თავი ხელში უნდა აეყვანა, დამშვიდებულიყო და კარგი პასუხი მოეფიქრებინა. გია დაჯდა, კიდევ ერთხელ წაიკითხა მერაბ დადიანის მოწერილი, შემდეგ კიდევ და კიდევ და ბოლოს დაწერა
<იოჰან და მარგარიტა> - კი გია ვარ, შენ რომელი ხარ?
<მერაბ დადიანი> - :D:D:D
<იოჰან და მარგარიტა> - რა გაცინებს?! რომელი ხარ მეთქი?!
<მერაბ დადიანი> - ნათია ვარ სულელო :D:D:D
<მერაბ დადიანი> - კანიბალების და ვამპირების ფორუმზე რამ დაგარეგისტრირა? :D:D:D
<მერაბ დადიანი> - შენც მერაბს ეძებ? ა? მართლა?
<იოჰან და მარგარიტა> - შენ ნათია ხარ? არ მჯერა.
<მერაბ დადიანი> - ოოო
და ნათიამ მოუყვა გიას ყველაფერი რაც გაახსენდა მათი მრავალწლიანი მეგობრობიდან, როგორ უკითხავდა ზღაპრებს რაინდებზე დრაონებზე და პრინცესებზე პატარაობაში გია ნათიას, როგორ ამაზდებდა სკოლისთვის, როგორ ასწავლიდა აბეზარი ბიჭების თავიდან მოშორებას, როგორ გადაარჩინა სიკვდილს მერაბის სახლში და კიდევ ბევრი, ბევრი რამ რაც მხოლოდ ნათიამ და გიამ იცოდნენ
<იოჰან და მარგარიტა> -  ჩვენი გოგო ნათიაო ცისკრის ათინათიაო...
<მერაბ დადიანი> - ნეტავ ერთი კი არადა გვყავდეს ათი ნათიაო
<იოჰან და მარგარიტა> - მერე რა მერაბ დადიანი გოგო? გაგიჟდი?! გული კინაღამ გამისკდა
<მერაბ დადიანი> - სახლიდან ვეღარ გავდივარ და გია რომ მიმყავს სკოლაში და მერე მომყავს ერთი ეგაა, ჰოდა ჩავჯექი ინტერნეტში. მერე ვიფიქრე იქნებ ჩვენი მერაბიც ჩაჯდა მეთქი და დავუწყე ძებნა, დავყევი ყველა თემატურ ფორუმს თუ საიტს, ათასი გიჟი გავიცანი :D :D ეს ნიკი კიდე იმიტომ რომ მერაბ დადიანის ყურადღება მიმეპყრო, ამ ნიკს რომ ნახავდა გვერდზე ხომ ვეღარ ჩამივლიდა?
<იოჰან და მარგარიტა> - მე როგორ ვერ მივიფიქრე თფუუ 
<მერაბ დადიანი> - :D :D :D
<მერაბ დადიანი> - მოკლედ, ამ გამოძიებისას ხუთი საეჭვი ნიკი ვიპოვე „ჩიკატილო“, „საგავა“, „ჰაიტიან მენ“, „ლეონჰარდ კერნ“
<იოჰან და მარგარიტა> - ლეონჰარდ კერნ?
<მერაბ დადიანი> - ჰო, გერმანელი მოქანდაკე იყო, კანიბალი ქალის ქანდაკება შექმნა...
<იოჰან და მარგარიტა> - ვიცი, ვიცი... ეჭვი რატომ გაქვს მაგაზე?
<მერაბ დადიანი> - ზედმეტად ფრთხილია, ჩაკეტილია, უფრთხის თავის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის გათქმას ეს ნიშნავს რომ აფასებს პირად უსაფრთხოებას, თავისუფლად ლაპარაკობს მკვლელობებზე, კნიბალიზმზე სხვადსხვა სისატიკეებზე, ასაკით უნდა იყოს 30-35 წლის, ცალ-ცალკე ეს ყველაფერი არაფერს მომცემდა, ერთობლიობაში და კიდე დამატებული ქალური ინტუცია მაფიქრებიუნებს რომ საეჭვოა. შენ რატომ დაინტერესდი?
<იოჰან და მარგარიტა> - არა არაფერი სახელმა დამაინტერესა და... მეხუთე?
<მერაბ მეტრეველი> - მეხუთე „კანიბალ კორპსი“ თუმცა ეს ყველაზე ნაკლებად მგონია.
ნელ-ნელა გიამ საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა, გაიხსენეს ძველი ამბები, ნოდარის ბუზღუნი, არკადის უკან გადაწეული თმა, მსუქანი ლადოც კი. ბევრი იცინეს, ცოტაც ცრემლიც დაუმალეს ერთმანეთს. გია სულ კითხვებს სვამდა, ზოგიერთზე ნათიას ეღიმებოდა, მერე ნათია სვამდა კითხვებს გია გრძელ პასუხებს წერდა. ღამემ შეუმჩნევლად ჩაიარა, ფანჯრის მიღმა სიბნელეს რუხი შეეპარა გია და ნათია კი მხიარულად საუბრობდნენ. ინტერნეტი კიდევ ერთი რამით არის კარგი და საინტერესო, ორი მოსაუბრე არსად ისე განმარტოებულად არ გრძნობს თავს როგორც ინტერნეტში. თითქოს დანარჩენი სამყარო ჯერ ფერმკრთალდება, შემდეგ პატარავდება და ბოლოს ერთ ნათელ წერტილად იქცევა და ქრება, როგორც ძველ ტელევიზორებში.

თავი მეთერთმეტე
გიას კომპიუტერის მაგიდასთან ჩასძინებოდა, თავი კლავიატურაზე ედო და მისდაუნებურად რაღაც გაურკვევლობებს წერდა. თვალის გახელისთანავე მიხვდა რომ ასეთ კარგ ხასიათზე წლებია არ გაღვიძებოდა და მიუხედავად იმისა რომ სკამზე ძილისაგან მთელი სხეული ტკიოდა, მაინც ყოჩაღად წამოხტა, რამდენიმე კვირის გაუპარსავი წვერი გაიპარსა, მაისური გამოიცვალა და ახალი ძალებით მიუჯდა კომპიუტერს. ახსოვდა რომ დღეს საღამოს ნოდართან უნდა მისულიყო და უნდოდა მანამდე მოესწრო და ლეონჰარდ კერნთან გაერკვია ყველაფერი.
სწორედ იმ წუთებში ბეჟანი ზურასთან იყო და ნოდართან და არკადისთან პირველ შეხვედრაზე წასვლას თხოვდა, არკადი კი ლადოს ურეკავდა და საღამოს საქმიან შეხვედრას თავაზობდა. ძველი გუნდი, პლუს ბეჟანი და ზურა და მინუს ნათია კვლავ უნდა შეკრებილიყო, თუმცა ამ წუთებში არც ერთმა მათგანმა არ იცოდა რომ საღამოს ყველაფერი სულ სხვაგვარად შეტრიალდებოდა.

თავი მეთორმეტე
არკადის სახლში კედლის საათმა რვაჯერ ჩამოჰკრა და თითქოს ამას ელოდაო სამზარეულოში ჩაიდანმაც დაუსტვინა. არკადი სამზარეულოსკენ გავიდა თან ხელით ანიშნა ლადოს გააგრძელეო, ლადომაც ხმას მოუმატა და გნაგრძო:
- როგორც აღმოჩნდა ამ დაჯგუფების სახელს უკავშირდებოდა არაერთი კანონდარღვევა, მათ შორის ტერაქტებიც კი, თუმცა ამ საქმეებს ჯერჯერობით გრიფით საიდუმლო ადევს და დეტალებს ვერ მოვყვები, მაგრამ ძალიან გახმაურებული საქმეებია. მერაბ დადიანის დაჯგუფებამ კი, როგორც ჩანს, მხოლოდ იმიტომ მოიშორა ესენი თავიდან, რომ პირადად მერაბს უქმნიდნენ საფრთხეს, როგორც გაირკვა ჯერ კიდევ 94ში ჰქონდათ მერაბის გატაცების მცდელობა და მერე ალბათ მოკვლას უპირებდნენ.
არკადი ოთახში ორი ჩაის ფინჯანით დაბრუნდა, ლადომ ცხელი ჭიქა ციმციმ ჩამოართვა და სწრაფად დადო მაგიდაზე.
- მისაყოლებელი ხომ არაფერი გაქვს - მორიდებულად ჰკითხა ლადომ არკადის და ვარდისფერი ლოყები კიდევ უფრო შეუვარდისფრდა. - მარტო ჩაის ვერ ვსვამ და
- მისაყოლებელი? - დაფიქრდა არკადი
- ჰო, სულერთია კანფეტი, პეჩენია, რამე
- პურის ნაჭერი მაქვს... თუ გინდა შაქარს მოგიყრი
- ჰო, თუ მეტი არაფერი არაა. - ლადოს ლოყები კიდევ ერთი ტონით გამუქდა და არავინ იცის სადამდე მიიყვანდა ეს უხერხულობა უცებ ტელეფონს რომ არ დაერეკა.
ნოდარი იყო, სასწრაფოდ მოდიო თხოვდა არკადის, არკადი დაინტერესდა ხო მშვიდობააო და პასუხად როგორც კი მიიღო არ ვიციო არც კი დაფიქრებულა ისე გავარდა გარეთ, მას ლადოც მიყვა, თავის კომპლექციისათვის წარმოუდგენლად სწრაფად.
ნოდართან უკვე მოსული იყო ბეჟანი და ზურა, რომელსაც ვერაფრით ვერ გაეგო რატომ დაატარებდა ბეჟანი ყველგან და ძალიან შეწუხებული სახით კუთხეში იჯდა. ნათიაც ოთახში იდგა, წარბები შეეკრა და წითურ თმას წამდაუწუმ ნეწრვიულად ისწორებდა. არკადი და ლადო როგორც კი შევიდნენ ნოდარმა გიას შეხედა.
- მიდი უთხარი ამათაც.
გიამ მოსულებს გადახედა, გაიღიმა და ჩუმი, მაგრამ მტკიცე ხმით თქვა:
- მორჩა, ტყუილად ეძებთ მერაბს, მკვდარია, აწი ვეღარავის ვერაფერს ვერ დაუშავებს.
ოთახში სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა. სიჩუმეს არღვევდა მხოლოდ ტელევიზორი, რომლის გამორთვაც ყველას დავიწყნოდა, საინფორმაციოს წამყვანი რაღაც ახალს აუწყებდა ქვეყანას, კადრში კი მანქანების გრძელი კოლონა ჩანდა, რომელიც სადღაციდან მოემართებოდა და არაბუნებრივად კაშკაშა სინათლეს აფრქვევდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები