ნაწარმოებები


დაიწყო ლიტერატურული კონკურსი “მაისის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=120     * * *    

ავტორი: ვ.ხაბეიშვილი
ჟანრი: პოეზია
4 ივლისი, 2015


მანიფესტი!

ვერა...
მე,ვერ ვიცხოვრებ
ტბასავით აუღელვებელი
ცხოვრებით...
მე,ზღვა ვარ... ოკეანე ვარ.
.
მე,უნდა შემშალოს
სხვადასხვა ქვეყნებიდან
მონაბერმა
ქარებმა...
ათი წლის შემდეგ შეიძლება
ამერიკის ჩრდილოეთით ვცხოვრობდე
და
საყვარლად ფერადკანიანი ნაომი მყავდეს.
ან
ესპანეთში, მარიანას თხოვნით
ხარი დავამარცხო-
მაჩოს წოდების მოსაპოვებლად...
.
ვერა...
მე, ვერ ვიქნები :
მეზობლების გასახარად,
შავ პიჯაკში გამოპრანჭული
წვერგაპარსული ბიჭი , რომელსაც
გვერდს, თეთრ კაბაში გამოწყობილი
ყველასათვის სასურველი გოგო
დაუმშვენებს !
მე არ მივიტან სახლში 2კგ. კარტოფილს
და
არ ვიტყვი , რომ - ''დღეს ეკონომიურად
ვივაჭრე ბაზარში''...
.
არა , მე არ გადავალ მეზობლებთან
და
არ აღვნიშნავ მათთან ერთად -არ არსებულ დღესასწაულს,
რომელიც მხოლოდ დალევის მიზეზად გამოდგება...
(მე, არ მჭირდება დალევისთვის- აბსურდული მიზეზები)
არა!
მე,არასოდეს შევიყვარებ
ისე როგორც -
''წესია''...
არ ვიყიდი ათ გრამიან ბეჭედს,- ნიშნობისთვის
და
არ მოვიწვევ ქორწილში ხუთას კაცს, -
მხოლოდ იმიტომ , რომ ახლობლებმა
მთელი წელი ილაპარაკონ,მასზე!
.
არასდროს დავითვლი - ვინ რამდენი სიკეთე გამიკეთა
და
ამით არასდროს შევიზღუდავ თავს,მათთან ურთიერთობისას...
.
არასდროს ვეტვი ჩემს სამშობლოს, რომ: მისგან გაქცევა ,
მისი უპერსპექტივობის გამო მინდა.
არასდროს შევაგინებ ცხოვრებას - იმიტომ რომ -არ გამიმართლა,
რადგან ვიცი - სახლში არავინ არაფერს მომართმევს...
არც
ნახევარლიტრიანი განსხვავებულით დავლოცავ
წინა დღით ნაგინებ ერს,
სუფრაში , რომ - ენაწყლიანი პატრიოტი გამოვჩნდე...
.
მე,ყოველთვის შევიყვარებ ისე ,როგორც მინდა,რომ მიყვარდეს
თუნდაც ამ სიყვარულმა
აფრიკის ცენტრალურ ნაწილში
ჩამიყვანოს...
მე არ დავჯდები უქმეებზე სახლში
და
არ დაველოდები , როდის გათენდება ხვალინდელი -
საზარელ სამსახურში , მისასვლელი დღე...
* * *
ვერა...
მე , ვერ ვიცხოვრებ
ტბასავით აუღელვებელი ცხოვრებით...
მაპატიეთ -
ჩემო ახლობლებო
ჩემი ბედით შეწუხებულო
ჩემო კეთილის მსურველებო
უსიტყვოდ გვერდჩავილო ნაცნობებო
სალანძღავ სიტყვებ მომარჯვებულო მოკეთეებო
ზურგს უკან სალაპარაკოდ შეჯგუფებულო,ტკბილსიტყვიანო პირფერებო
მე ალბათ ის ვარ, რაც თქვენ -
დაგაკლდათ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები