ნაწარმოებები



ავტორი: პატარა ქალბატონი
ჟანრი: პოეზია
4 ივლისი, 2015


............................

რაში მჭირდება?
ეს ოცნებები თუ ოცნებებად დარჩება ისევ...
და ეს ტკივილი, სხეულმიყრილი,
დაემსავსება ამღვრეულ სითხეს...
სხეულის მწველი,ოდნავ გულღია,
ყოველი წუთი იგებს ტაიმებს...
ეს ტაიმები დაემსგავსება,
ვატყობ, არაფერს, მხოლოდ დროის ღერძს...
დამეხმარება ვინმე რამეში,
თუ ეს თვალები მივყიდო წარსულს?
დაბრმავებული,მიკერძოებულ და
მიტოვებულ ქვეყნებში წასულს...
იმედი... ნეტავ რატომ ვგლოვობდი
ამდენი ხანი, სიტყვის ამ წყობას...
რატომ მივანდე ეს ყველაფერი,
ამ ერთ პატარა, სიტყვის რაობას...

ფერად ბაღებსაც ვხედავდი ადრე,
ოღონდ ეს ადრე, ახლა გაშავდა...
ან არც ყოფილა,და არც უნდოდა,
შინაარსისთვის მელნის დახარჯვა...

ჯერ კიდევ ბავშვი, ვუყურებ იმას,
რასაც ბავშვები არ უყურებენ
რასაც ისინი ვერ გაივლიან,
რასაც ისინი ვერ დაიტევენ...თუმცა...
მე ვინ ვარ, ვთქვა,რომ სიცოცხლეს
არ შეუძლია ბედნიერება,
ბედნიერება მას შეუძლია,
ვინც თავადაა ბედნიერება. თუმცა...
ეს ,,თუმცა" ვერ მოვიშორე,
და მეც მომინდა დღეების ათვლა,
და ავითვალე... და დაიკარგა...
რადგან მცირედით შემოიფარგლულმა...
ვერ ამიტანა... თურმე ვყოფილვარ,
ემოციურად, ემოციური...
და... მეც შევეშვი...
ერთ ბნელ საღამოს, მე...
შთამბეჭდავად გამოვიღვიძე...


რაში მჭირდება ეს ოცნებები,
თუ ოცნებებად დარჩება ისევ....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები