ნაწარმოებები



ავტორი: ნუცი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
4 ივლისი, 2015


####

სადა ხარ, როცა ასე მჭირდები?!
როცა მე-სული,შენთან გახდილი,
კარადაშია მიკიდებული
ძველი ლაბადის მსგავსად და როცა,
ამ ნისლისფერი ქალაქის ქუჩებს,
მხოლოდ წვიმები უთვლიან პულსებს. . .
მე კი ვერ ვხსნი, ან უფრო სწორად, არ ვხსნი და ალბათ
ნესტის ბრალია, ალაგ-ალაგ რომ, სოკოებივით წამოეზარდა
გაუცხოება.
მე, უსულობას შევეჩვიე მშიერი გულით.. . . .
თვეებია წვიმს.
ნისლისფერ ქუჩებს, ჩემი ძვლებივით რახიტშეპარულს,
მზე ენატრება.
არადა ისეც შეიძლებოდა, დაგვიანებულ გაზაფხულზე
მზისფერ ნარცისებს წაეღო სევდა
და ასკეტური ცხოვრების სტილი.
სველია მიწა, ცას ჩამოერღვა ღრუბლის კალთები.
მოდი, რომ სული ჩამოვხსნა და ცას მივულამბო.
მერე იქნებ და აყვავილდეს იასამნები,
მერე იქნებ და შეეცვალოს ამ ქალაქს ფერიც.
სადა ხარ, როცა ასე მჭირდები?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები