ნაწარმოებები


დაიწყო ლიტერატურული კონკურსი “მაისის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=120     * * *    

ავტორი: კოზეტ ფოშლევანი.
ჟანრი: პოეზია
6 ივლისი, 2015


ქალი გვირილებში

მიყუჩდა ქალი გვირილებში
მიჩუმდა ქარიც...
დანებდა სიტკბოს თეთრ ქროლვაში
სიტურფით მთვრალი...

ვერც კი შენიშნა ეულ ქალში
ჭრილობის კვალი
დარდ-სევდანარევ მის თვალებში
წყლულების ღვარი...

ნატიფ გვირგვინებს მოეფინა
სიმშვიდის ზღვარი.
და უნებურად გაიტაცეს
ყვავილთა ზღვაში

ეგებ გვირილა დაუბრუნებს
სიცოცხლის ხალისს,
ნეტავ შეეძლოს შეეკითხოს
ერთ მათგანს კრძალვით...

მოჰკრეფს,წაბლისფერ და ხვეულში
ჩაიწნავს თმაში,
რომ გადაევლოს ყვავილების
გულყვითელ წადილს...

მოშორდა დიდი მღელვარება
ის შფოთვაც ლამის
და დაენანა მოსაწყვეტად
გვირილა მაინც...

მიყუჩდა ქალი გვირილებში
მიჩუმდა ქარიც
და ცრემლნარევი მარტოობა
გამეფდა წყნარი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები