ნაწარმოებები



ავტორი: ანდრეა_
ჟანრი: პოეზია
6 ივლისი, 2015


რადგან

მე კედელი ვარ შენი მყარი სუსტი კედელი,
ვიდრე ღრუბლები სამუდამოდ არ დაშრებიან,
ვიდრე ქარბი არ შეწყვეტენ ოხვრას დიდი ხნით,
მანამ იმედი მუდამ გქონდეს შენთან ვიქნები
და საძირკველსაც შევიკავებ დანგრევისაგან.
შენ სურათი ხარ და ჩარჩოში გაქცევს ცხოვრება,
შენ სურათი ხარ და სიკვდილზე უფრო ხანგრძლივი,
რადგან როდესაც მზის სხივები ტყდება ზეციდან,
ლურჯი ზეციდან,ამ დროს ჩრდილი სულ სხვა მხარეს დგას
და გამხელს მუდამ შენ სინათლის მცირე წერტილიც.
ყველგან ჩრდილია,ყველგან ბნელა და მზე თავდება,
მე კი მიყვარხარ, თუმცა ამან ძალა დაკრაგა,
რადგან სითბოსგან დაიცალა ხშირი სიცივით,
რადგან ბუდიდან ბეღურების,ყველა გაფრინდა,
რადგან ხეები ცდილობენ,რომ ტოტებზე ხმელი
დღეს გაზაფხული მოიყვანონ მკვდარი მერცხლებით,
რადგან სიტყვები ვერ ამბობენ ახლა იმ სათქმელს,
რასაც გულში და მჟავე სულში წმინდად ვინახავ,
რადგან წარსულში ვერ დაგტოვა მეხსიერებამ,
ამიტომ ვდგები და მივდივარ,ისე მიყვარხარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები