ნაწარმოებები


დაიწყო ლიტერატურული კონკურსი “მაისის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=120     * * *    

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: საბავშვო
7 ივლისი, 2015


როდის დამეგობრდნენ მზე და ჩრდილი

  მზე რომ მარტო ცხოვრობდა და  მოწყენილობისგან სულ მცხუნვარე სხივებს უშვებდა, იმაზე მოგიყვეთ
თუ იმაზე, როგორ იპოვა მეგობარი?

მოდი მეორედან დავიწყებ...
უძველეს დროში, მაშინ, როცა მზემ  ჯერ კიდევ არ იცოდა , რომ მზე ერქვა და არც წიგნებში ჰქონდა ამოკითხული ამის
შესახებ,ცხოვრობდა  საოცრად ლამაზი ვარსკვლავი.
საბრალო მარტოდმარტო  ყოფნისა და  მოწყენილობისაგან  მწველ და ცეცხლისფერ სხივებს აფრქვევდა და თვითონაც სული  ეხუთებოდა  უხასიათობით.
  ერთ ლამაზ დილას კი (მან არ იცოდა რომ დილა მხოლოდ მისით იყო დილა და მის გარეშე სრული წყვდიადი მეფობდა)
კარგ ხასიათზე გამოეღვიძა და ღიღინი დაიწყო:
ცხრათვალა და ბუტიაო...ცეცხლი ხარ თუ ბრმა ტყვიაო...ტიტინებდა და ტიტინებდა.
არც კი ახსოვდა, ეს ლექსი დედა მზემ ასწავლა, თუ თვითონ მოიფიქრა, როცა მარტო იყო ხოლმე...

ხოდა, იმ ლამაზ დილას , ერთი სხივი დედამიწისაკენაც გამოექცა.
სხივმა იარა, იარა და დედამიწაზე ლამაზად დაეცა...
დაცემას არეკვლა მოჰყვა და...ხის უკან , ხეზე უფრო მომხიბვლელი , ჩრდილი გაჩნდა.
ჩრდილი ისეთი ლამაზი იყო, სხივმა თვალი ვერ მოსწყვიტა, მივიდა და უთხრა:
_შენ რა გქვია?
_ ჩრდილი
_სახელიც ლამაზი გქონია
_ლამაზი თუ ვარ, ეგეც არ ვიცი_გაეღიმა ჩრდილს
_მოწყენილობისგან ცხოვრებამ აქ გადმომისროლა და მეგობარიც კი არავინ მყავს...გინდა ვიმეგობროთო?
გინდა,  რომ სულ მუდამ ჩემი ჩრდილი გერქვასო?

ჩრდილი დაეთანხმა,  ლამაზი რევერანსი გააკეთა და თავი დაუკრა...

მერე კი ჩაჰკიდეს ერთმანეთს ხელი და მას მერე არც დაშორებულან.

დღემდე ასეა:  წინ ყოველთვის მზის სხივი მიდის, უკან კი მასზე ლამაზი ჩრდილი მიჰყვება და ცხოვრებით ტკბებიან...
         


                                      ჭირი იქა,      ლხინი აქა
                                      სხივი იქა,      ჩრდილი აქა.










კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები