ნაწარმოებები



ავტორი: ვ.ხაბეიშვილი
ჟანრი: პოეზია
8 ივლისი, 2015


ჰეგემონია

ისე ხარ ახლა -
,,როგორც არი; როგორც გამოვა''
როგორც მხატვარი,გიხარია შენი ''შედევრი'', -
რომელიც იქცა,მძარცველების ტვინის საჭყლეტად,
ანუ მოპარეს მუზეუმებს თუ გალერეებს,
რომლებშიც ასე,- ხათ-ხათრობით
ვიდრე სიკვდილის,
გამოგიფინეს,-ერთი ბეწო მადლიერებად
და მათ შესახებ
ხელოვანთა საერთო აზრი -
არ გაყოფილა არც არასდროს,არცერთ ნაწილად-
როცა უცქერდნენ,აფასებდნენ ან როცა სვამდნენ,
ამ შენს ფიქრებთან,ტკივილებთან,- ბოკალით ღვინოს,
როცა თვრებოდნენ,მნახველებთან,ცოლთან,შვილებთან
როცა გიხმობდნენ მოსასმენად ქების,- ცინიკურ,
როცა გტოვებდნენ,გიკეტავდნენ კარებს იქამდე:
სანამ არ მოგკლეს,არ გაქციეს,-უშვილო მშობლად.
და ახლა როცა მუზეუმებს უცბად დააკლდი
ანუ ''შავ ბაზარს'' შეემატე,როგორც პიკასო
გაგიჩნდა: სტილი, ხედვა, ანუ -დაფასდი
და გიხარია მლიქვნელების დიდი ფიასკო-
როგორ დაეცნენ,გადაიქცნენ, -წვრილ გოშიებად
როგორ ჰყეფენ,წკმუტუნებენ,- გულის საამოდ.
როგორ ჭირდებათ მიგდებული ახლა გროშები
როგორ ცეკვავენ , როგორ თრთიან
როგორ გელიან, როგორც ქუჩებში მოფენილი
ჭრელი ბოშები.
და ახლა როცა ყველაფერი დადგა ას ოთხმოც,
გრადუსივით -
ზუსტად შენს წინ,
ზუსტად პირისპირ,
ისევ ნული ხარ,ისევ ისე,როგორც ხათრამდე
და იმ ოთახში,მოწყობილი- ახლა მდიდრულად
სადაც გძინავს და უფრო ხშირად სადაც ათენებ
ისევ აწყვია სასმელები,-(თუმცა ბრენდები)
და ისევ გჯაბნის,მარტოობის ჰეგემონია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები