ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
8 ივლისი, 2015


„ქალაქში, მტვერში...“


ზაფხული ქალაქში!
კორპუსის კარკასში ჩამაშენეს.
ივნისში – კოჭამდე.
ივლისში – მუხლამდე.
იქნებ აგვისტომდე გამომხსნა, დედა!
არა და გავწვები,
მტვრიან იატაკზე, ჰოლში
და ჩემი არარსებული სოფლის
აყვავებულ ალუჩებს დავისიზმრებ,
სანამ ლურჯი ანგელოზები
შეუხსენიან მეტალო– პლასტმასის აზღუდს
ჩემს საძინებელს,
ანდა ლოჯიას ჭრელ სათიბებს მოაშენებენ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები