ნაწარმოებები



ავტორი: თამუნა1982
ჟანრი: პროზა
8 ივლისი, 2015


ის , ჩემი მეგობარია

  ის  ჩემი  მეგობარია

-    მე  შენი  მეგობარი  ვარ !  მომესმა  მისი  თავდაჯერებული  პასუხი .
-    მართლა ?  ვკითხე  გაკვირვებულმა , ოღონდ  ისევ  ჩურჩულით .
-    კი, მართლაო  მიპასუხა
-    იქვე  ნაპირზე  ჩამოვჯექი, ის  ისევ  გვერდით  მყავდა .                                                                                               
-    თავს  ცუდად  გრძნობ  არა ?
-    ეს  იყო  მორიგი  კითხვა  და ძალიან  დამაბნეველი  ჩემთვის . არ  მინდოდა  პასუხის  გაცემა, მაგრამ  რაღაც  შინაგანი  ხმა  პასუხობდა  ჩემს  ნაცვლად , ძლივს  ამოვილუღლუღე :
-      ცდები , მე  კარგად  ვარ,  ცუდად  რატომ  უნდა  ვიყო ?                                                                                                                                                           
-      ჩაეცინა  და  ცოტა არ იყოს  გავბრაზდი. ისეთი  შეგრძნება  გამიჩნდა  რომ  დამცინოდა .
-      რა  გაცინებს მეთქი , ვკითხე მკაცრი  ხმით , მაგრამ  პასუხმა  ცოტა  დაიგვიანა , თუმცა  ცოტა : ცუდად  ხარ  ვიცი,  - ვიცი  და  ამიტომ  ვარ  აქ , სწორედ ეხლა , მინდა  დაგეხმარო  , მომცემ ამის  უფლებას ?
-      არამეთქი  მინდოდა  მეთქვა , მაგრამ  საპირისპირო  რამ წამომცდა, ჩემი  ,,კი,, ესიამოვნა  და  ეს  ვერ  დამალა, აი  მე  კი  პირიქით  , საკუთარ  თავზე  გავბრაზდი, მაგრამ  ვეცადე  ეს  მას  არ  შეემჩნია,  მაგრამ  ის  მაინც  მიხვდა .
-      ისევ  ჩამესმა : ნუ  ბრაზობ  და  ნუ  გეშინია , მე  დაგეხმარები  ოღონდ  ცრემლი  შეიმშრალეო ....
-      ცრემლებით  მქონდა  თვალები  სავსე,  მე  ვერც კი ვიგრძენი  ეს  , მან  კი  დაინახა .
-      მომიყევი  რა  გაწუხებს ,  იქნებ  შევძლო  შენი დახმარებაო  მითხრა .
-      უცებ  მომინდა  მომეყოლა  ყველაფერი , მართლა  ძალიან  მინდოდა  , მაგრამ  უხერხულობას  მიქმნიდა  ის, რომ  ვერ  ვხედავდი მხოლოდ  მისი  ხმა მესმოდა და  ქვიშაზე  ირეკლებოდა  სილუეტი ,  მხოლოდ  სილუეტი.
-    ისეთი  განცდა  მქონდა  , თითქოს  ყველაფერს  ხვდებოდა , ყველაფერი  იცოდა  და  ყველაფერს გრძნობდა.  საკუთარ  თავს  ვერ  ვიმორჩილებდი , მინდოდა  მასთან  გულახდილად  საუბარი, მაგრამ  მეშინოდა.  გონება  დაფიქრებას  მირჩევდა  , გული  კი  მისკენ  მიიწევდა , უნდოდა  ახლოს  ყოფილიყო, თითქოს  ასე  უფრო  დაცულად  გრძნობდა  თავს.
-    ჩვენი  დიალოგი  მაინც  შედგა და  ის  მუდამ  იქნება  ძალიან  მნიშვნელოვანი ჩვენთვის, ორივესთვის :
-  ,,  მართალი  ხარ, კარგად  არ  ვარ , აფორიაქებული  ვარ, გული  ძალიან  მეტკინა  და  ვთვლი , რომ  ეს  არ  დამიმსახურებია.
-      ღიმილით    და  თანაგრძნობით  აღსავსე  მზერა  ვიგრძენი .
-      მართალი ხარ არ  დაგიმსახურებია, შენ  კარგი  ადამიანი  ხარ, კეთილი  გული  გაქვს  და  ერთგული  ბუნება,  შენ  არ  უღალატებ, მაგრამ  სხვისი  ღალატი  ადვილად  გაგტეხს , შენ  არ გაწირავ  , მაგრამ  თავად  წამოდგომა  გაგიჭირდება  თუ  ვინმე  გაგიმეტებს , შენ  გულს  არავის  მოუკლავ, მაგრამ  შენი  გულის  მოკვლა  არ  გაუჭირდებათ  თუ  მოინდომეს .....  ვიგრძენი , რომ  ისევ  ვერ  ვიკავებდი  ცრემლებს  და  თან  მრცხვენოდა , მისი მრცხვენოდა.  ის  თითქოს  ჩემი  გულის  წიგნს  კითხულობდა  სიტყვა-სიტყვით ...
-    ცრემლი  შეიმშრალე  და  ეცადე  გაიღიმო,  ეცადე !  ეს  ისე  მკაცრად  მითხრა , რომ  მოთხოვნას  ჰგავდა, რომელიც  სავალდებულო  იყო  შესასრულებლად,  მაგრამ  რაღაცნაირად  მაინც  სითბოს  ვგრძნობდი მისგან.
-  გამეღიმა,  არ  ვიცი  როგორ  , მაგრამ  გამეღიმა...
-  აი ასე , ყოჩაღ , იცი , რომ  ღიმილი  ძალიან  გიხდება ?
-  ეს  სიტყვები  კი  უკვე  ისე  თბილად  მითხრა , რომ  ჟრუანტელმა  დამიარა.  მისგან  მოდიოდა  სითბო  და  თანაგრძნობა, გამიჩნდა  შეგრძნება  , რომ  მას  ყველაზე  უკეთ  ესმოდა  ჩემი.
-  შეიძლება  რაღაც  გთხოვოო  მკითხა  და  მეც  თანხმობის  ნიშნად  თავი  დავუქნიე, გაეღიმა.
-  მაშინ  დამპირდი, რომ მე  და შენ  სულ  მეგობრები  ვიქნებით, რომ  ხშირად  ვისაუბრებთ, ისე როგორც  დღეს , ეხლა ვსაუბრობთ,  მე  შენი  მეგობარი  ვარ, ბედისწერამ  გამომგზავნა  შენთან, მთხოვა  :  სულ  მის  გვერდით  იყავი  და  ვერავინ  მოერევაო.
-  პირობა  მივეცი,  მე  მას  დავპირდი, რომ  ჩვენ  მუდამ  მეგობრები  ვიქნებით  და  ერთმანეთს  გავაძლიერებთ.
-  მომეხვია  და  დროებით  დამემშვიდობა,  ოღონდ  დროებით.
-  როგორც  კი  დაგჭირდები  უბრალოდ  დამიძახეო  მითხრა და  გაუჩინარდა .
-  ის  ჩემი  მეგობარია !

P.შ.  როცა  გრძნობ  რომ  მარტო  არ  ხარ  , ნებისმიერი  სირთულის , დაბრკოლების  და  განსაცდელის  დაძლევა  შესაძლებელია .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები