ნაწარმოებები



ავტორი: ლარიქს სიბირიკა
ჟანრი: პოეზია
8 ივლისი, 2015


13 ივნისი.

13 ივნისი.
გაგიჟებულა ვერე,გადაირია მტკვარი,
შეშინებული ყველა,დაიარება თბილისს,
ძალა მომეცი ღმერთო,წყალმა წამართვა ქმარი,
წყალმა წამართვა მამა, მთელი ოჯახი ყვირის.

გაგიჟებულა მტკვარი,გადაირია ვერე,
ადიდებული წყალი მიცვალებულებს მარხავს,
და სიკვდილამდე მამა,ეპატრონება წვერებს,
როგორც უვლიდა ოდეს,თავის გარდაცვლილ ვაჟკაცს.

შეშინებული ყველა დაიარება თბილისს
გაგიჟებულა ვერე,გადაირია მტკვარი,
მომლოდინეა დედა, გარეთ გასული შვილის,
მომლოდინეა მაგრამ,უბედურების ზარი.

უბედურების დილა შემოათენდა თვალებს,
უბედურების ღამე შემოესია ქალაქს,
არაფრის მთქმელი მაგრამ,ყველაფრის მცოდნე მთვარე,
და ყველაფერი თითქოს რაღაც იდუმალს მალავს.

გაგიჟებული დედა,ეალერსება ცხედრებს,
ანგელოზებად თურმე მიუყვანიათ სახლში,
გაგიჟებულა მტკვარი,გადაირია ვერე,
უსიცოცხლობა მესმის შვილთმომტირალთა ხმაში.

სხვისი სიცოცხლის გამო,შეჩერებული სუნთქვა,
შემოესია თბილისს,ყველა ვაჟკაცი ერთად,
და გაანათა სევდა ახალგაზრდობის შუქმა
გული განაგრძობს ისევ შეუჩერებელ ფეთქვას.

რა საამოა,როცა ერთმანეთის ვართ გვერდით
რა საამოა,როცა რწმენა მეხივით გვიყეფს,
ჩვენში,მზესავით გაჩნდა ერთსულოვნების ღმერთი,
და არ გავუშვათ არსად სულის საზღვრების იქეთ.

წარსულს ცრემლები შველის,წარსულს ცრემლები მარხავს,
უბედურება იყო,ბედნიერება არის,
თბილისს ყოველთვის ვფიქრობ,ემახსოვრება ალბათ,
გაგიჟებული ვერე,გადარეული მტკვარი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები