გასხივოსნება *** მეცინება, როდესაც ჩამომხმარი როჟები, უყურებენ ღიმილში ვერჩასახულ ნეგატივს, ისე წმინდა არიან გარეუბნის ბომჟები, ღმერთზე ვესაუბრები, სადაც კაცი ვერ ადის ავლენ მხოლოდ ისინი, თუ ბოლომდე დალიეს, გამოცალეს დარდი და ქუჩაში აქვთ საწოლი, ვერ ხედავენ გამვლელთა გაღიმებით ბარიერს, დილით ხმა გააღვიძებთ - აბა რძე და მაწონი... დაუფერთხავ პიჯაკებს მხარზე გადაიდებენ, წავლენ, გაიღიმებენ და ცხოვრების ბალაგანს დალოცავენ, გამვლელებს გაუყოფენ იდეებს, ხუმბრობისას პრობლემებს თმობენ ალაგ-ალაგად. ერთ დროს, ქუჩის პოეტი, პოზიტივის წამალი, თავის სიგიჟეებით ვისთვის არმისაღები, ვისთვის მოსაწყენი და ვისთვის მხოლოდ ალალი, დარჩა ქერქ გამოცლილი, უფუნქციო ნაღები. ასეთია ქყვეყანა, ნაქები და მოცლილი, სადაც კარიერისტებს ცვლიან ,,იავ-ნანაში'', სადაც ღმერთი მეტია, ვიდრე მისთვის მლოცველი, სადაც გაუღიმებელ პრინცებს ნახავ მხრებგაშლილს. დაგეგმილი ცხოვრებით, მონის ჰაბიტუსებით ზიან მეფეები და ღმერთებს აკონტროლებენ, აქ ვერაფერს მიაღწევ თუ არ წაიკუზები, და თუ წაიკუზები პანღურს მიგაყოლებენ. რაც არ უნდა იღინო, რაც არ უნდა იბრძოლო, ამორეცხე თუ გინდა ყველა როჟის გონება, სამწუხაროდ, ქუჩაში არის მხოლოდ ის ბოლო, რომ იტყვიან ისეთს, რომ სულ არ გაიგონება. დადიან და ჩამომხმარ როჟით მარიაჟობენ, ქალაქს სპერმის სუნიანს აყროლებენ როჟები, აბა თუ მაგარი ხარ, გინებაში აჯობე, სადაც ადამიანებს, გვანან მხოლოდ ბომჟები.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ჰიპერრეალიზმი...
ერთ–ერთ შოუში, თეთრ ხიდზე ლექსს რომ კითხულობდა, ის ყმაწვილი თქვენ ხართ? ;)
ჰიპერრეალიზმი...
ერთ–ერთ შოუში, თეთრ ხიდზე ლექსს რომ კითხულობდა, ის ყმაწვილი თქვენ ხართ? ;)
2. არა ეგენი როჟები არიან და არა სახეები ;) არა ეგენი როჟები არიან და არა სახეები ;)
1. როჟები _ ეს სახეებია? ))) როჟები _ ეს სახეებია? )))
|
|
მონაცემები არ არის |
|
|