| ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია 9 ივლისი, 2015 |
ზღვაზე ნისლია, მზე თავს იხრჩობს ცის დასალიერს, თავთავებივით ჩაუქინდრავთ პალმებს თავები. შენც, თავჩარგული, შენს ფიქრებში ამსხვრევ გალიებს და ეს პლანეტა ამ ზღვასავით გეცოტავება. შენს საკუთარ თავს ტალღასავით გინდა გაექცე, უკვე ყელში გაქვს ამოსული წრეზე ტრიალი, სისულელეა არსებობდე ღმერთის გარეშე, სისულელეა ცხოველს გერქვას ადამიანი.... ხო, შენ, უღმერთო დედამიწამ დაგასნეულა. აქ ვერ გგუობენ, ვერ გიტანენ ეზედმეტები, და შენც დადიხარ,ბნელ ქუჩებში, როგორც წყეული სევდა თვალებს გთხრის, გული მკერდში აღარ გეტევა. სასაცილოა ამ პლანეტის გამო იდარდო, შენი ტკივილი აქ არავის არ ეტკინება, აღარც კი გახსოვს თუ ოდესმე ვინმე გიყვარდა ასე უსულო ნაფოტივით მისდევ დინებას. არც სიყვარული, აღარც ღმერთი, აღარც იმედი უხალხო ქუჩა და სიკვდილზე ოცნება დაგრჩა, ჰაერიც-ახლა უწინდელზე ბევრად მძიმეა, ცაც სადღაც გაქრა ,ნედლი მთვარეც აღარსად არ სჩანს. ეს კი ნამდვილად დასასრულის დასაწყისია.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ასე უსულო ნაფოტივით მისდევ დინებას–კარგია! ასე უსულო ნაფოტივით მისდევ დინებას–კარგია!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|