ნაწარმოებები


დაიწყო ლიტერატურული კონკურსი “მაისის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=120     * * *    

ავტორი: დევი
ჟანრი: საბავშვო
10 ივლისი, 2015


ჩრდილი

ჩრდილს ყოველი ფეხთან აბამს,
უსულოც და სულიერიც,
ის მორჩილად_მისი ნებით,
დასდევს პატრონს ბედნიერი.
ჩრდილები ხომ_დაბმულებიც,
მაღალი მზის მონდომებით,
იხრებიან სინქრონულად_
ერთი კუთხით, ერთი ტემპით.
ღრუბელია ერთადერთი,
რომ არ ფიქრობს ჩრდილის დაბმას,
მაგრამ ჩრდილი არ ღალატობს!_
მიწას ზუსტად მისებრ ხატავს!
ცდილობს ღრუბელს არ ჩამორჩეს,
ამიტომაც არის ალბათ,
მორბენალი_ღრუბლის ჩრდილი,
სხვა ჩრდილებზე  უფრო გრილი.
ერთადერთი მხოლოდ მზეა,
რასაც ჩრდილი ემალება,
ეშინია ძლიერ მისი,
თავის პატრონს ეფარება...

საოცარი პროცესია__
მზე სხივებით ბნელეთს ფანტავს,
იმავე დროს ჩვენს გარშემო
ყველა ჩრდილს თვითონვე ხატავს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები