ნაწარმოებები



ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: იუმორისტული
10 ივლისი, 2015


შარი

წუხელ, ღამით, სახლში ფეხით მივდიოდი,
გვიან იყო, ტრანსპორტის ცდა არც კი ღირდა.
შუა გზაზე შემხვდა ვიღაც იდიოტი,
მთვრალი იყო, შარს ეძებდა, ამიხირდა.

ამიხირდა - გავატარე - გაუკვირდა.
არ ელოდა, შარს ეძებდა, ხომ გითხარით?.
შრი-ლანკური სპილოსავით "დაიტვირთა"
ესპანური საკორიდე ბუღა-ხარი.

"ჰა, რა იყო, შეშინდი?"-ო, გამომცინა...
"არა!"-მეთქი, წყნარი ტონით ვუპასუხე.
"აღარავის ჩემთან ჩხუბიც აღარ გინდათ,
თფუ, ჩემი!"-ო და ცხოვრებას მიაფურთხა.

გამოვბრუნდი და ჩემი გზა გავაგრძელე,
მომაძახა: "დღეს, შარს მაინც ვიპოვნი!"-ო...
ცოტა ხანში, მე, ლექსს ვწერდი, სავარძელში,
ის კი გალახეს, იმედი ვიქონიოთ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები