ნაწარმოებები


დაიწყო ლიტერატურული კონკურსი “მაისის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=120     * * *    

ავტორი: ბიკუშა555
ჟანრი: პოეზია
10 ივლისი, 2015


***

მინდა არ მჯეროდეს, შენი ნათქვამი არცერთი სიტყვა,
მაგრამ რა, გულში მომხვდა ტყვია,
მოდი დავფიქრდეთ, ამას რა ჰქვია?
მესროლე!
ეს მერამდენედ მესროლეს ღმერთო..
რამდენი იარა მაქვს,
სარკეში როგორღა ჩავიხედო?
რატომ არ უფიქრდებიან ფრაზებს?
ან თქმამდე, რატომ არ ალაგებენ აზრებს?
ისევ ურცხვად მოდიან და პატიებას ითხოვენ,
მერამდენედ ან რამდენჯერ?
დავიღალე...
მაგრამ თუ არ ვაპატიებ
არ ვიქნები მართალი, ღმერთო შენთან მე...
ვფიქრდები ამაზე,
მივდივარ დასკვნამდე,
მაწუხებს დარდი, რომ ამ ქალაქში დავიბადე,
ვინ იცის შენ გარდა თუ როგორ გავიზარდე,
ვინ იცის, რას აქვს ჩემთვის ფასი
და როგორ არ მიყვარს ცინიზმი და ფარსი.
რა ვქნა? ვერ ვიქნები ყალბი..
იყო დრო ვკარგავდი რწმენას,
ვებრძოდი ჩემთავს,
მაგრამ ამ ბრძოლაში თავიდან დავიბადე
კი არ დავნებდი და ეშმასთან გავიპარე,
არამედ ქვეყნად მიზანი დავისახე.
იცოდეთ, თქვენ გამო ნერვს აღარ ავიშლი,
დამცინეთ, გამლანძღეთ, არაფერს არ გიშლით.
მოვა დრო, როცა ძალიან ინანებთ
და მაშინ ვიტყვი რომ დაიგვიანეთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები