ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
14 ივლისი, 2015


︽მე ვნახე მისი ფოტო︽

მან არ იცის , რომ  ახლა მასზე ვწერ
არც ის იცის, მისით რომ  დავინტერესდი
მე მისმა ფოტომ  გული ამატკია, ჩამითრია, დამაავადა...
მისმა გამოსახულებამ ამატირა
თუმცა მის თვალებში მე  ტკივილი არ დამინახავს
არც შიში, არც ავადმყოფობა
არც ნოსტალგია
არც პესიმიზმი
დეპრესიაც არ  იკითხება....
არც სიყვარული, არც  ემოცია
მას ლამაზი თვალები  არ  აქვს...
(ლამაზთვალებიანებო აქვე გამოირიცხეთ)
თუმცა თვალები ყველას  ლამაზი აქვს...
მწვანეა, თაფლისფერი თუ შავი, ყველა თვალი ლამაზია
მასზე სიბერის ნაოჭებიც არ დამინახავს
(ამით ასაკიანებიც გამოირიცხა)
ის ქალია
(ალბათ მიხვდით, მამაკაცები გამოვრიცხეთ)
მას არ აწუხებს ტკივილები
ბინაც აქვს
სამსახურიც
მანქანაც
არც ვალები აქვს


მაგრამ მას რაღაც უჭირს....
და მე მისმა ფოტომ ჩამითრია, დამაავადა.

მან არ იცის, ახლა მასზე რომ ვწერ
ვერც ხვალ მიხვდება, მისი ფოტო რომ მაქვს ალბომში
ვერც ზეგ....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს