ნაწარმოებები



ავტორი: დრო მოვიდა
ჟანრი: პოეზია
19 ივლისი, 2015


* * *

გაშრი სარეცხო...მზეები აკრიფე და გაშრი...მთვარეზეც გაშრი...რომ შეიმოსონ ადამიანები,ძველით და ახლით...
რომ დამალონ ქალებმა შვილებნაკვები ძუძუები...
რომ დამალონ ორსულობაგამოვლილი ვენები ფეხზე...რომ დამალონ დაღლილი მაჯები...და იშრიალონ მზეებით, მთვარეებით, სუსტი სხეულით,ვითომაც-არაფერი.
მიდი...
გაშრით კაბებო...
რომ შეგიძვრენ ქვეშ თვალები- სხვისი ქმრები,ძმები,ბიჭები და ბიძიები,ერთნაირად ქალცოფიანები....
გაშრი რომ ჩაგიცვათ და მერე...
მზეები...
მთვარეები...
ჩვენ ვართ სულ...
ქალები...
თქვენ მარტო გაშრით!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები