 | ავტორი: მე-კალ-მე ჟანრი: იუმორისტული 23 ივლისი, 2015 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
-აიღე შენი ბინძური ხელი ჩემი ტრაკიდან, შე უსინდისო! შენ მე "იმნაირი" ხომ არ გგონივარ?! დროზე გააჩერე ავტობუსი და ჩაეთრიე აქედან, შე ავადმყოფო ნაბიჭვარო! - ამ სიტყვებით შემობრუნდა და ისეთი "ჯოდან ძუკი" (კარატის ილეთია) ჩამიტარა, ჯეკი ჩანსაც შეშურდებოდა. სანამ თვალთ დამიბნელდებოდა, საცოდავად შევხედე და ისღა გავიფიქრე, ამის სახე თავიდანვე რომ დამენახა მთელი სამეფოს ფასად არ შევეხებოდი მის უკანალს მეთქი. გონს რომ მოვედი, უკვე ქვაფენილზე ვეგდე და ავტობუსიდან თავგადმოყოფილი მგზავრები სამ ხმაში მლანძღავდნენ. -პათოლოგოო! - მომაძახა ერთმა და დანარჩენ მგზავრებს თავაწეულმა და გაბღენძილმა გადახედა, აქაოდა რა განათლებული ვარ, ხედავთ, რა უცხო სიტყვა გავაძრეო. ქვაფენილიდან ნაცემი ძაღლივით წამოვდექი და დაწყვეტის პირას მყოფმა შარვლის ელვამ მაგრძნობინა, რომ აქ მხოლოდ მე არ წამოვმდგარვარ... იმ დარტყმის შემდეგ, რას ვიფიქრებდი, თუ კიდევ რამის სურვილი შემრჩებოდა, მაგრამ რა ვქნა, 47 წლის მამაკაცი ვარ, ფერმაში გაზრდილი საჯიშე კუროსავით ჯანიანი და დაუღალავი. ვინაიდან ჯიბეში მოზრდილი ნახვრეტის მეტი არაფერი მეგულებოდა და კუჭიც უკვე წითელს მინთებდა, მატარებლის სადგურისკენ გავემართე, სადაც "იმნაირი" ქალების თავშესაყარი მეგულებოდა. ისინი კი, იცოცხლე, მართლაც უხვად დამხვდნენ. ჯერ შორიდან შევათვალიერე, მერე მივუახლოვდი და თვალებით დავუწყე აწონ-დაწონვა თითოეულ მათგანს... ბოლოს ერთთან შევჩერდი, რომელიც იმდენად მსუქანი და შესაბამისად, მძიმე ჩანდა, რომ თვალითაც კი ვეღარ ავწონე. სწორედ მასზე შევაჩერე არჩევანი. არა, არა, მსუქანი ქალები კი არ მომწონს! უბრალოდ ის იმდენად მახინჯი და ბინძური იყო, ვიფიქრე, კეთილ საქმეს მაინც ჩავიდენ, სხვა თუ არაფერი და, როცა უფალი ჩემს სულს მიიბარებს, წინ სანთლად დამხვდება ეს სიკეთე თქო. თან არც ჩემი ჯიბის იმედი მქონდა და ფაქტიურად ასარჩევიც არაფერი იყო... -არ გინდა პარკში გავისეირნოთ, პატარა? - არაა! ეს სახელი ნამდვილად ყველაზე ნაკლებად შეესაბამებოდა მის ვიზუალს. პატარა კი არა, ბუმბერაზი იყო, გიგანტი, გოლიათი, კინგ კონგი... ნებისმიერ სპილოს წააქცევდა ხელის ერთი მოქნევით. -სად პარკში? ადგილი არ გაქვს? - არადა, მეგონა, მორცხვად დახრიდა თვალებს და გორის ვაშლივით ლოყები ოდნავ მაინც შეეფაკლებოდა. -იცი? პარკი უფრო რომანტიკულია... ჩიტების ჟღურტული, ფოთლების შრიალი, შეყვარებული წყვილები... ვისეირნოთ ცოტა და მერე... მერრრეე... ხომ ხვდები? - აქ ეშმაკურად ჩავუკარი თვალი და გავუღიმე. -ერთი საათი - 40 ლარი!
რაიოოოო??? ესეც ფულს ითხოვს? მეგონა, მადლიერებით აღივსებოდა, თუ ჩემთან სექსს შევთავაზებდი და როგორც მინიმუმ, შაურმაზე დამპატიჟებდა გახარებული და ნასიამოვნები, ამან კიდევ 40 ლარიო! ჰმ! ერთი ამას დამიხედეთ! რაც ეს ხელისუფლება მოვიდა, ყველაფერი გაძვირდა და ყველაფერს ფასი დაედო. ამ ლარის კურსის დაცემამ ხომ მთლად ბოლო მოუღო ეკონომიკას! ცხოვრება აღარ შეიძლება ამ ქვეყანაში! ევროკავშირიოოო... ნატოოოო... ნატო კი არა, ჯერ შენს ბოზ მამიდებს მიხედე, ბიჭო! ვაახ! არ ამომიყვანეს ყელში?! ამ დროს ისევ მიიპყრო ჩემი ყურადღება დაჭიმულმა ელვაშესაკრავმა... აი, ყოველთვის ასე ვარ - საშინლად აღმაგზნებს ხელისუფლების ლანძღვა. უკვე აღარაფრის იმედი მქონდა და სახლისკენ ავუყევი გზას, სხვა თუ არაფერი, საჭმელს მაინც შევჭამ-თქო. შინ მისულს დედა და მეზობელი ქალი დამხვდნენ, მეორე დღისთვის ბაზარში გასაყიდად წასაღებ მწვანილს კრავდნენ კონებად. -მოხვედი დედი? მოოოდი, დედა გენაცვალოს! საჭმელს გამოგიტან, მოშიებული იქნები, დილიდან გარეთ ხარ... ნეტავ, ამ ბავშვისთვის ცოლი მომაყვანინა და მერე, თუ გინდა, მომკლა, აღარ ვიდარდებ - მიუბრუნდა მეზობელს.
ეჰ, დედაჩემო, ცოლი კი არა, ნეტაი, ქალად გაგეჩინე, მაშინვე "იმნაირი" გავხდებოდი, არც სიამოვნებას მოვიკლებდი და შენც ფუფუნებაში გაცხოვრებდი. ეეჰ!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. გამეცინა ...მართლაც დასაწყისი ჯობდა მაგრამ მთლიანობაში კარგი იყო :) :) გამეცინა ...მართლაც დასაწყისი ჯობდა მაგრამ მთლიანობაში კარგი იყო :) :)
9. მხოლოდ ქალები წერენ ასეთ რაღაცეებს ვეთანხმები ჭაასს :) თუმცა კი კარგად გამეცინა : მხოლოდ ქალები წერენ ასეთ რაღაცეებს ვეთანხმები ჭაასს :) თუმცა კი კარგად გამეცინა :
7. ლანაა :D :* ლანაა :D :*
6. :) გამეცინა :) გამეცინა
5. ბევრი იირონიაა, მთელს მოთხრობას გასდევს. მე მიყვარს ირონია, იგი გვაძლევს საშუალებას მწარედ ვთქვათ სიმართლე. ბევრი იირონიაა, მთელს მოთხრობას გასდევს. მე მიყვარს ირონია, იგი გვაძლევს საშუალებას მწარედ ვთქვათ სიმართლე.
4. მე ვერ ვიტყოდი, რომ ადვილად მისახვედრია ქალი რომ არის ავტორი. იმნაირი კაცი. :)) მე ვერ ვიტყოდი, რომ ადვილად მისახვედრია ქალი რომ არის ავტორი. იმნაირი კაცი. :))
3. მე მომწონს ეს ავტორი ზოგადად...:-* მაგრამ ამ ნაწერით მკითხველი ადვილად მიხვდება, რომ ქალის დაწერილია...:) მე მომწონს ეს ავტორი ზოგადად...:-* მაგრამ ამ ნაწერით მკითხველი ადვილად მიხვდება, რომ ქალის დაწერილია...:)
2. არაცჰვეულებრივად დაიწყე, იუმორისტული კიარა ტრაგიკომედიის ჯანრი მოუხდებოდა (რომ იყოს აქ.) ფულის მოტხოვნის შემდეგი აბზაციდან ტექსტი გაღარიბდა... მაგრამ ვწერ 5-ს თუნდაც ამ ფრაზის გამო: --და დაწყვეტის პირას მყოფმა შარვლის ელვამ მაგრძნობინა, რომ აქ მხოლოდ მე არ წამოვმდგარვარ... არაცჰვეულებრივად დაიწყე, იუმორისტული კიარა ტრაგიკომედიის ჯანრი მოუხდებოდა (რომ იყოს აქ.) ფულის მოტხოვნის შემდეგი აბზაციდან ტექსტი გაღარიბდა... მაგრამ ვწერ 5-ს თუნდაც ამ ფრაზის გამო: --და დაწყვეტის პირას მყოფმა შარვლის ელვამ მაგრძნობინა, რომ აქ მხოლოდ მე არ წამოვმდგარვარ...
1. ავტორი: მე-კალ-მე ჟანრი: იუმორისტული ჩემი შეფასება: 4
ეს იმნაირებზე და მეორე ამნაირებზე დაწერე ;) ავტორი: მე-კალ-მე ჟანრი: იუმორისტული ჩემი შეფასება: 4
ეს იმნაირებზე და მეორე ამნაირებზე დაწერე ;)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|