ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პოეზიის ქარონი
ჟანრი: პოეზია
23 ივლისი, 2015


@ @ @

გადაეფარა ჩემს იმედებს სევდის საბანი,
უკვე ოცნებაც დაძვირდა და გამიიაფდა,
დაშრა თვალები, -მირონივით ცრემლით ნაბანი,
ბოლო წვეთზე კი, მონატრება ამიკიაფდა.
გაბანალურდა ძველ გრძნობებზე დარდიც და გვემაც,
ახალმა- ფრთებზე ბუმბულები ჩამოირუჯა,
გადამწიფებულ სიყვარულის უტოტო მტევანს
ვაგემოვნებ და ვიგესლები, როგორც იუდა...
ვიცი, ოდესღაც მოვარდება დიდი გრიგალი,
ამაგლეჯს ტკივილს სხეულიდან, სევდას გარეკავს,
და ჩემს იმედებს, ამ ბოლო დროს ასე ნირწაშლილს,
შემოაფარებს სიყვარულის ახალ გარეკანს.
ახლა კი, -დამშრალ თვალებიდან ის ბოლო წვეთი,
ჩამომიგორდა და ნიკაპზე დამაკვდა ფეთქვით
24.06.2015

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები