ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პაპუნარევიშვილი
ჟანრი: პოეზია
25 ივლისი, 2015


თბებიან წვიმიანნი გუშინდელ მზიანეთზე

თბებიან წვიმიანნი გუშინდელ მზიანეთზე,
აქ ისევ ნისლები მოწველეს ბარელებმა,
თვალებზე გეტყობა, შენს სულის კლდიანეთზე,
იქცევი გრიგალად. მთასვლელს ვერ მეშველება.

აისზე, ცაკარის რიჟრაჟის მზიანობას
გამოჰყევ. ნაღამარ მიწაზე მწოლიარე,
აქა ვარ, გეტყვი და მწვერვალეთს მყინვარობას,
ბროლის ქედს სხივისგან მკერდდაჭრილს მომიარე.

უნთებდნენ სალოცავს თხის რქებზე კელაპტრებს,
ნაგვიანს, შენს სულის კლდიანზე ბარემ გზებმა,
იწვიმონ, სუნი გაქვს ისეთი, თითქოს და
აქ ისევ ნისლები მოწველეს ბარელებმა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები