ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ნაირიმ-ი
ჟანრი: პოეზია
30 ივლისი, 2015


ცხელი ზაფხულის ციკლიდან -2 ...

        * * *

მინდვრის ბოლოდან
შეშინებულ მწყრების ქვითქვითი -
ყანებს იღებენ.

წამოწოლილან ნაწვერალზე
თივის „ტუკები“.

25.07.2015.

        * * *

ფრთების ფათქუნით ამოფრინდა თავთავებიდან...
თოფის ხმა ექოდ
გაიწვართა ხოდაბუნებზე...

25.07.2015.

        * * *

ჭრიჭინებმაც კი იყუჩეს,
ცხელა,
დაუკარგიათ  ჩრდილი  პურის  ძნებს.
მზე ცაზე დნება.

26.07.2015.

        * * *

იფნის ქვეშ მგზავრი, დაღალული -
ჩუმად ღიღინობს. 
ტოკავს  გზისპირას  პაწაწინა ლურჯი ღიღილო

26.07.2015.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  თიო ვულოცავთ დაბადების დღეს