| ავტორი: ბუდულა ჟანრი: იუმორისტული 31 ივლისი, 2015 |
კომუნისტების დრო იდგა, გაბარბალებული... დიდი ბელადი და მისი მიმდევრები ცოფის ინფექციასთან უძლურების გამო სამარეში ბრუნავდნენ და თავიანთი უძლურებისგან ხვნეშოდნენ... ამ დროს ბიძაჩემს ერთადერთი მარჩენალი ძროხა ჰყავდა, ჭრელა ჩემი თვალით მინახავს მისი რძე და ყველი და მიგემია ხაჭაპური... ბებია რაც გარდაიცვალა, მისმა თბილისელმა რძალმა ალღო ვერ აუღო სოფელს და ძროხის მოვლას. საბრალო ჭრელას დილით მდინარის პირას დააბამდნენ და საღამოს აუშვებდნენ. არც წყალი ახსენდებოდათ და არც მისი ჩრდილში გადაბმა. ხოდა, ერთ დღეს ძროხა ენაგადმოგდებული დახვდა სამსახურიდან მოსულ ბიძას. მთელი უბანი ხორცს იყო დანატრებული და დაკლულ ჭრელას ხორცს გემრიელად მოულხინეს. ჭამეს, დალიეს, კარგი დრო ატარეს, ცოტა მოგუდულად კიდევაც იმღერეს (მაინც ზარალი იყო) და გვიან დაიშალნენ. მაგრამ გენიოსს სოფელში რა დალევს და...მეორე დილით ერთმა მოგენიოსო ბიძაშვილმა, ამ ძროხას ვაითუ ცოფი ჰქონდაო... _ცოფიო?_გაიკვირვეს _ცოფიო?_ არა კაცო,არანაირადო _ცოფიო?_მესამედ შეკითხვა არავის დაუსვამს, შვიდივე ორმოც წუთში უკვე ექიმის კაბინეტში იჯდა და მუცელში ნემსებს იჩხუტუნებდნენ. ნემსის გაკეთება არცერთს არ გასჭირვებია, არც ბავშვივითნ უზლუქუნიათ, მაგრამ ექვსთვიანი უალკოჰოლო ცხოვრება კი ტვირთად აეკიდათ და ...დაეკიდათ...
ბიძაჩემი გავლენიანი კაცი იყო. ადგა , დამარხული ძროხის თავი ამოთხარა, დიდ მეშოკში გადაახვია და ექსპერტიზაზე გააგზავნა...მოსკოვში... ორმოცი დღის განმავლობაში, ზაფხულის ცხელ დღეებში, დაიგრუზებოდა ბადრის ვოლგა, გადაგრუხუნდებოდა რაიონში, შვიდივე კიდევ ერთხელ აიწევდა მაიკას და გაიკეთებდა ნემსს...ჭიპთან...ერთი დღეც არ ჩაუგდიათ... შვიდივე, მთელ დღეს დომინოს არახუნებდა ...მშრალად. კიტრისა და პამიდვრის სალათაზე ძმარიც კი ვერ გადაეშხვეფებინათ, ვაქცინის შიშით... ამ ორ თვეში ბავშვი არავის მოუნათლავს , მათი ცოდვით, და ქორწილი არ გადაუხდიათ...
როგორც იქნა გაიარა ორმოცმა დღემ და ...ორი კვირის მერე მოსკოვიდან პასუხმაც არ "დააყოვნა": ___ძროხა სრულიად ჯანმრთელი იყო, როცა გარდაიცვალაო (აბა იმ პერიოდისთვის ის რომ ჯანმრთელი იყო, თქვენი მტერი)
არ იცოდნენ, გახარებოდათ თუ წყენოდათ... ბოლოს მაინც სიხარულმა იმძლავრა და საღამოს ყველამ ერთად აღნიშნა ეს სიხარული....გულიანად დათვრნენ
დილით...თავპირგასიებული შვიდი ადამიანი უცხოპლანეტელებივით დაბორიალობდა შარაგზებზე და ...ერთმანეთს მხოლოდ ხმით ცნობდნენ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მაგრად უჭირს იუმორს აქ :) თან ძაან :) მაგრად უჭირს იუმორს აქ :) თან ძაან :)
1.
თუმცა ცოფთან ბრძოლა ამით არ დამთავრებულა, ბელადებისგან განსხვავებით... სულ პატარა იყო დიმა, პირველად თაგვს რომ "შეებრძოლა" და მისგან ნაკბენი ექვს ნემსად "დამიჯდა". მათგან სამში იმდენი თანხა გადავიხადე, სამი თვის ხელფასი არ მეყო.(მერე კი მოგვისწრო უფასომ)
ახლა ეს ამბავი რისთვის გავიხსენე: ათიოდე დღის წინ ბადრის ბიჭს სანაგვეზე პატარა , ლამაზი ლეკვი უნახავს და შვილების გახარების სურვილით, სახლში მოიყვანა და კალთაზე დაუგორა მათათოსა და გაბოს...აჟღურტულებულან ბავშვები სიხარულით, დაულოკიათ სულ ლეკვი. იმ" უმადურს" კი ჯერ ბავშვებისთვის უკბენია, მერე დიდებისთვის და მეზობლებიც არ დაუნდია...სულ დაუდორბლია ირგვლივ ყველაფერი.
_ცოფიო? _
_ცოფიო?_არა, რა ცოფიო...
__ცოფიოოოო__დამწკვრივებულან და პირველი ვაქცინა მაინც გაუკეთებიათ, ლეკვს კი მოსანახავი და პატივისცემა გაუძლიერდა, ხინკალი და გუფთა ნაყვარება ძალიანო...
ლეკვს პატივისცემა ვერ "შეუშნია" და მეხუთე დღეს მომკვდარა...აგზნებულ მდგომარეობაში..
დამწკვრივება ახლა უნდა გენახათ, ვინ ვის ასწრებდა... დალევა? ამ ისტორიაში ყველაზე ძნელი მათი ორთვიანი "მშრალი " მდგომარეობაა. ___აუცილებლად უნდა მოითმინო დალევა_მეთქი, ვუთხარი ჩემს შვილს, რომელიც მათ მეზობლად ცხოვრობს ___ვისთანაც ვსვამდი, ყველა აცრილია და მარტო მაინც ხომ არ დავლევდიო_მომცა პასუხი.

მონაცემები არ არის |
|
|