ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
24 სექტემბერი, 2015


გოგოს დედავ!

შენ - ქვლივიძის პოეზიის მოტრფიალევ,
ჩემს ლექსებშიც პოეტს ხედავ, ვიცი,
თუ დავბერდე, ღვიძლ დასავით მომიარე,
მეც რომ შენი მოყვასი ვარ იცი.

გოგოს დედავ! ხიბლავ ყველას: ჯანმრთელს, უძლურს,
ერთი გყავს და ისიც არის ნიჭი,
შვილის კარგად აღზრდისათვის მაგ შენს ძუძუს
ენაცვალოს დედისერთა ბიჭი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები