ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაირიმ-ი
ჟანრი: პოეზია
4 აგვისტო, 2015


ცხელი ზაფხულის ციკლიდან -3 ...

        * * *
ნამკალის თავზე 
ყაშყაშებენ ქორები წყვილად...
მაყვლის ბარდებში გასუსულან დამფრთხალი მწყრები.

01.08.2015.

        * * *
ფშანში, ნასიცხი, ჩაწოლილან ზაქები ჯუფთად...
სიოს მინდვრიდან
თან მოჰყვება ნამჯის სურნელი.

01.08.2015.

        * * *

საღამოს პირზე
ჭრიჭინები სიმღერას მორჩნენ,
გადააბარეს ესტაფეტა ღამის კრუალებს.

01.08.2015.

        * * *

შემობაკმულა,
ძროხის ცურივით სავსეა მთვარე.

02.08.2015.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს