ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კინწურაშვილი
ჟანრი: პოეზია
6 აგვისტო, 2015


  ჩამოტვირთვა

პატარა რუ ვარ

***
პატარა რუ ვარ,
სულ უმნიშვნელო,
არცერთ რუქაზე არდანატანი,
მწყურვალი მგზავრის მცირე საშველი,
განით პატარა, სიგრძით პატარა.

პატარა რუ ვარ,
მწვანე დაბლობის,
სადაც მგზავრები იშვიათია,
ზღვა რომ არა ვარ, უფალს მადლობა,
მდინარეც არ ვარ, ღამე მითიონ.

ვერ ვუძლებ გვალვებს,
იმწამსვე ვშრები,
და ჩემი კვალი, უკვალოდ ქრება,
ისეთი რუ ვარ,
წამად ვარ შვება,
ჩემნაირ რუებს ხარიც ჰქმნის რქებით.

ჩემს ბედსაც ალბათ ხარი მიკვალავს,
პატარა რუ ვარ,
რქებით ნაკვალი,
მგზავრი თუ მოვა მზად ვარ მივაკვდე,
დამლიოს,
გაჰყვეს მერე ნაკვალევს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები