ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაა.საა.
ჟანრი: პროზა
10 აგვისტო, 2015


სტოკჰოლმის სინდრომი (ამბავი რომელიც რეალურად მოხდა)

1973 წლის 29 აგვისტო.. უკვე მეექვსე დღე იწურებოდა რაც ლიზი ბანკის საცავში იყო გამოკეტილი დანარჩენ ორ მძევალთან ერთად. იანი არ ჩანდა..ეტყობა დასაზვერად იყო გასული.გული ცუდს უგრძნობდა..ღამითაც არეული სიზმარი ნახა, თუმცა ისიც ვერ გაეგო ნამდვილად სიზმარი იყო ეს თუ რეალობა. ეს დღეები ცრურწმენების დაჯერება დაიწყო არადა ადრე არც შავი კატის სჯეროდა,( მძევლად აყვანამდე რამდენიმე საათით ადრე რომ გადაურბინა წინ სტოკჰოლმის სერგელსტორგის მოედანზე) არც სიზმრების სწამდა, არც ღმერთის და მით უმეტეს არც ეშმაკის, ახლა კი კეთილ და ბნელ ძალებს ერთობლივად ეხვეწებოდა რომ ამ ჯოჯოხეთიდან დაეხსნა ვინმეს. ან უნდოდა კი თავის დაღწევა? კისერი სასტიკად სტკიოდა, ძალიან მაგრად წაუჭირა იანმა თოკი,  ცოტაც იყო და დაიხრჩობოდა, მაგრამ ბოლო წუთებში გადაიფიქრა მოკვლა და მარყუჟი მოხსნა, ამისთვის მისი მადლიერი იქნება სიცოცხლის ბოლომდე თუ გადარჩა რა თქმა უნდა. იანის ხელები გაახსენდა და გაიღიმა..იანის ხელები სხვების ხელებს არ ჰგავდა.სხვების ხელები ეფერებოდნენ,სიამოვნებას ანიჭებდნენ.იანი..იანი კი მხოლოდ ტკივილს. მძევლად აყვანის პირველივე დღესვე იხმარა იანმა მასზე მძალა, თავიდან გაუძალიანდა,შემდეგ კი ბედს შეეგუა, ტკივილი სიამოვნებასაც კი ჰგვრიდა,მაგრამ სხვებს როგორ აჩვენებდა ამას, ამიტომაც ყალბ ზიზღს აიფარებდა სახეზე და ვნებამორეული ელოდებოდა თუ როდის აუკრავდა იანი წებოვანი ლენტით პირს,ხელებს შეუკრავდა და უკვე მერამდენედ შემოახევდა ისედაც ნაფლეთებად ქცეულ კაბას. ლიზის წესით უნდა შესძულებოდა გამტაცებელი, რომელმაც საშინელი ტანჯვა მიაყენა ამ დღეების განმავლობაში მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა . იანთან უჩვეულო კავშირს გრძნობდა, რომელიც ვერაფრით აეხსნა. ის კი არა კრისტინას მოკვლაც კი მოუნდა როცა მან როგორღაც მოახერხა და ინფორმაცია მიაწოდა პოლიციელებს. კმაყოფილების გრძნობაც კი გაუჩნდა როცა კლარკმა (მეორე გამტაცებელმა) ჩამშვები ჯერ გულის წასვლამდე სცემა, მერე კი ბორკილებდაბმული გააუპატიურა. უყურებდა ამ ყველაფერს ლიზი და თავს დამნაშავედ გრძნობდა კრისტის რომ არ გამოესარჩლა,თუმცა სინდისის ქენჯნამ მალევე გადაუარა როცა იანმა წყალი და საჭმელი მიუტანა რამდენიმე დღიანი შიმშილობის შემდეგ.იანი მესიად გამოეცხადა რომლის არსებობას ბავშვობიდან ჩასჩიჩინებდნენ კათოლიკე მშობლები.ახლა კი ნამდვილად იწამა.ალბათ ვგიჟდებიო ფიქრობდა რადგან ზიზღი და ვნება ერთმანეთში არეოდა და აღარ იცოდა რისთვის დაეგდო ყური, გონებისთვის რომელიც გამუდმებით ჩასჩიჩინებდა შეეძულებინა მოძალადე და თავის დაღწევის გზებზე ეფიქრა, გულისთვის რომელიც ამოუცნობი გრძნობით ჰქონდა სავსე თუ სხეულისთვის რომელიც ინსტინქტებით მოძრაობდა და მოწყურებულივით ეწაფებოდა გაცხოველებულ სექსს. დანარჩენი ტყვეები თანაგრძნობით შეჰყურბდნენ ხოლმე ლიზის რატომღაც ეგონათ ამ ყველაფერს თავის გადასარჩენად აკეთებდა, ანუგეშებდნენ და ამშვიდებდნენ რომ მალე დამთავრდებოდა ეს სატანჯველი, მალე იხსნიდა მათ პოლიცია და მალე შეძლებდნენ ნორმალური ცხოვრების გაგრძელებას. მალე..ვეღარ იტანდა ამ სიტყვას.იცოდა რომ ადრე თუ გვიან ეს მალე აუცილებლად მოვიდოდა და მერე რას გააკეთებდა.ან იანს რა მოუვიდოდა ან რა მომავალი ელოდათ, ან ჰქონდათ კი საერთო მომავალი? ან... არადა აქ მოხვედრამდე ერთი ჩვეულებრივი გოგო იყო, რომელმაც ახლახანს წარმატებით დაამთავრა ლუნდის უნივერსიტეტი, შეთავსებით მიმტანად მუშაობდა და სტოკჰოლმში სწორედ უკეთესი სამსახურის საძიებლად ჩამოვიდა. სხვებისგან არაფრით გამოირჩეოდა,არც ბიჭებში სარგებლობდა დიდი პოპულარობით, მაგნუსს თუ არ ჩავთვლით რომელიც უნივერსიტეტში სწავლისას ემეგობრებოდა ისიც იმიტომ რომ ლიზი კარგად სწავლობდა და ნებისმიერ დროს შეიძლება ჰქონოდა მისი იმედი. რატომ ჩამოცხა ასე? არადა საცავში არასდროს ცხელოდა.ეტყობა სისტემა გათიშეს. უცებ სროლის ხმა გაისმა, ირგვლივ ყველაფერი კვამლმა მოიცვა. აი ის ავადსახსენებელი „მალეც“ მოვიდა, რომელსაც კვამლიანი ყუმბარები და სპეცნაზი შემოჰყვა თან. ვიღაცის გახშირებული სუნთქვა მოესმა ყურთან.„ლიზი მისმინე ადამიანს მხოლოდ გაცნობიერებული ტანჯვა ეხმარება სულიერ ზრდაში. მიყვარხარ“- ეს იანი იყო. თავბრუ დაეხვა.მეტი არაფერი ახსოვს. თვალი რომ გაახილა უკვე საავადმყოფოში იწვა მზრუნველი მედდების, ცნობისმოყვარე რეპორტიორებისა და მომლოდინე პოლიციელების გარემოცვაში.
- იანი სად არის?
- გამარჯობა ლიზი. მე ლარს ვალგრენი ვარ შვედეთის პოლიციიდან. თავს როგორ გრძნობთ? ლაპარაკი შეგიძლიათ? მინდა გაცნობოთ, რომ დამნაშავეები დაჭერილია და მალე ბრალსაც წაუყენებენ.თავს არ მოგაბეზრებთ , ჩვენებას ჩავიწერთ და მოსვენების საშუალებას მოგცემთ, პირობას გაძლევთ თქვენი როგორც მოწმისა და დაზარალებულის უსაფრთხოება სრულიად დაცული იქნება
- მე არაფერი მაქვს სათქმელი
- ანუ?
- მე არ ვაპირებ ჩვენების მიცემას
- მესმის რომ გეშინიათ, მესმის რომ რთული პერიოდი გამოიარეთ,მაგრამ დამერწმუნეთ დამნაშავეები ციხეში არიან გამოკეტილები საფრთხე არ გემუქრებათ.
- იანის ნახვას ვერ შევძლებ?
- მხოლოდ სასამართლოში, ნუ გეშინიათ ის აწი ვეღარ შეგეხებათ
- მას ჩემთვის არაფერი დაუშავებია
- ვერ გავიგე? (მედდას მიუბრუნდება მე მგონი შოკი აქვს)
- ის ძალიან კარგად მექცეოდა, არაფერი მომხდარა ჩემი თანხმობის გარეშე. მე ის მიყვარს..
.........
ოთახში ბნელა. მაკა ფანჯარასთან დგას. ვერ იტანს ზამთარს და წინასაახალწლო სამზადისს. საშინლად ცივა. უკვე დილის 6 საათია მაგრამ ჯერ კიდევ არ გათენებულა. ფანჯარა შეაღო. თოვლიანმა ჰაერმა სახე აუწვა და ფილტვებიც თითქოს თოვლით ამოუვსო.ხელები ტკივა დაჭიმულობისაგან, არადა უთხრა რომ ბორკილები ნამდვილი არ იყო, ესეც მოატყუა. სიწითლეები დიდხანს დარჩება ალბათ. დროა ჩაიცვას და წავიდეს სანამ ის გაიღვიძებს. თუმცა დააგვიანა.
- ის- ფანჯარა დახურე ცივა
- მაკა- დაიძინე ჯერ ადრეა.
- ის-სიგარეტი მომაწოდე
- მაკა-არ უნდა მოვსულიყავი აქ
- ის-მაგრამ მოხვედი... ისევ
- მაკა-ვიცი და ვერ ვიტან საკუთარ თავს ამის გამო,ვერც შენ გიტან
- ის-კარგი რა ნუ დაიწყებ თავიდან. ხომ იცი შენ ჩემი ხარ. ვინც არ უნდა გამოჩნდეს რაც არ უნდა მოხდეს შენ ჩემი ხარ
- მაკა-შენ კი არ ხარ ჩემი.
- ის- არც არასდროს ვიქნები
- მაკა- არც მინდა. არ მინდა ვიყოთ დამოკიდებულები.არ მინდა ვიყო ვინმეს საკუთრება მით უმეტეს შენი, მით უმეტეს ასეთი. არ მინდა ვიყო აქ ამ პატარა ოთახში აქ და ახლა, არ მინდა გესაუბრებოდე, არ მინდა მეხებოდე, არ მინდა რომ ვარსებობდე და შენ არსებობდე ჩემ გვერდით და საერთოდ ჩემ ცხოვრებაში. აქ რომ ვარ მგონია რომ სტოკჰოლმის სინდრომი განვიცადე და თან ისე მძაფრად რომ აღარ შემიძლია მისგან განკურნება
- ის- მე არაფერი დამიძალებია
- მაკა- ვიცი და ეს არის საშინელება.ნეტა ძალა გეხმარა ასე მტკივნეულად აღარ მივიღებდი ყველაფერს
- ის- ვერ გამიგია რა გინდა მაკა. ადრე მოგწონდა. რა გემართება.ხომ არ შეგიყვარდი?
- მაკა- არა საქმეც მაგაშია რომ არა. დასრულება მინდა ყველაფრის მაგრამ ვერ ვამთავრებ.მივეჩვიე, ეს კი უარესია ვიდრე სიყვარული. მაგრამ გპირდები ადრე თუ გვიან მაინც დავუსვამ წერტილს ყველაფერს. შენი მოკვლაც რომ მომიხდეს მაინც გავაკეთებ ამას
- კარგი, დაველოდოთ ამ ადრე თუ გვიანს. მანამდე კი ანალური ბურთულები ვცადოთ სპეციალურად შენთვის ვიყიდე.შუქი აანთე დავიწყოთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები