ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სინა
ჟანრი: პოეზია
8 აგვისტო, 2015


ოცნების არ ქონას აბა რა უნდა

ნატიფი კალმით უხეში აზრები თავბრუს მასხამდა,
ლამაზი ღამის უცხო სახელი არაფერს არ ჰგავდა,
                                                    და შთანთქავდა.
ყოველი გრძნობის ახალ გაელვებას მიაქანებდა ზღვაში,
ჟღარუნა ბგერებით სიმართლეს ამბობდა
ამბოხი ისმოდა ხმაში.
სინაზის ნაკაწრი რბილ სიმშვიდიდან მშვიდობასავით თვლემდა,
თუკი არც წასულხარ, რისთვის მოგყვებოდი
ჩვენს მოგონებებთან ერთად?!
სანამ სიმარტოვემ კალთა დამახია,
სანამ არ გაიყო გზები,
მოგონებებმა თავბრუ დამახვია,
უკვე ფეხზეც ვეღარ ვდგები.
ცარიელ აზრების სავსე ამპლიტუდა
ცარიელ აზრებმა შთანთგა,
აზრი სიცივისგან თუ არ გაიგუდა
უამისოდ არც ვიცი რა ვთქვა...
სინამდვილესაც ბზარი გაუჩნდა,
არც სიზმარს ჰქონია ზღვარი,
ოცნების არ ქონას აბა რა უნდა,
წუთით ვერ მოვხუჭე თვალი.
სევდა სიჩუმეში დუმილად ხმაურობს,
წუთიც გავა და ისევ გავურბი
ფოთოლცვენამდე კიდევ შორია
დღეების დათვლას წლები მოვუნდი
და სანამ ტკივილად ვაქცევდე ამ ღამეს
და სანამ სიზმრები ისევ ძველია
რითმებად შევუტევ უძილო აგონიას,
რითმებით რომლებიც უდაოდ ჩემია.

ჩუმად მომიტანა პატარა ნუგეში,
პატარა სული ჩავიდე უბეში.

მალულად მომიტანა სულ ციცქნა რაღაცა,
თავისთვის ლამაზი რითმები გახაზა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები