ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თათა_გულიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
10 აგვისტო, 2015


წერილი მას..

ჩემს ირგვილვ ყველაფერი ისევ ისეა,
თუმცა არ ხარ შენ..
ახლა სათითაოდ ავიღებ ჩემს ნერვს,
შევკრავ სიმებად,
შევქმნი არამოცარტისეულ,ნაკლებად ღირებულ მელოდიას,
დავიცლები წვეთებად და შემდეგ დავწყვეტ სათითაოდ..


ჩემს ირგვლივ ყველაფერი ისევ ისეა,
თუმცა ვეღარ გგრძნობ შენ..
ასეა, როცა იმედად დახატავ ცისარტყელას ნაცვლად ძალაგამოცლილ ადამიანს..
ის მიდის..მიდის უსიტყვოდ და უნებართვოდ..
შენ კი თვალს აყოლებ შენგან გადადგმულ ნაბიჯებს
და თავს ძალას ატან,
შეიკავო ყოველ გადადგმულ ნაბიჯზე სიმწრით გადმოგდებული ცრემლი..


ჩემს ირგვლივ სიმშვიდეა.
თუმცა ეს სიმშვიდე იმდენად შემაძრწუნებელია,
არანორმალურივით ვხარხარებ
მხოლოდ იმიტომ, რომ ის დავარღვიო.


ჩემს ირგვლივ ყველაფერი ზუსტად ისეა,
როგორც მაშინ..
ვჯდები ისევ ორადგილიან მაგიდასთან..
ვუკვეთავ ორ ჩაის,ერთს - უშაქროს..
თუმცა განსხვავება ისაა, რომ ჩემს წინ სკამი ცარიელია...


შენ არ ხარ..სხვა ყველაფერი რიგზეა..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები