ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ლელა მგელაძე
ჟანრი: პოეზია
17 სექტემბერი, 2016


ობლური

ბატონებო, მკაცრო სტუმარო,
ჩემს სასთუმალთან ნუ ჩაიმუხლებ.
ნუ შემომახვევ წითელი ჩოხის
მხურვალე კალთებს.
ჩემთან არავინ დაგახვედრებს
ლენტებითა და ფოჩიანი კანფეტებით
მოკაზმულ ოთახს.
არც შიშნარევი, მთრთოლვარე ხმით მოგიოხებენ.
წლების შემდეგაც არვინ  გახსენებს მოწიწებით,
'უბრძანდებოდაო ბატონები'

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები