ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ზღაპრადმოსული
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
11 აგვისტო, 2015


ფიქრი-შელოცვა

თვალგახელილი, არც უსინათლო და მაინც ბრმა ვარ.
უმისამართოდ გამოწვდილან ჩემი ხელები,
ვერშენახები, ვერმოსული, ჯადო მუდრები,
თრთიან თითები, კანკალებენ, იკრუნჩხებიან.
ფეხებს საყრდენი გამოსცლიათ, ვერმინდობილან,
მიწას, რომელსაც ჯოჯოხეთიც ზურგით გაადაქვს.
  ჰო, რაღაც სივრცე, რაღაც ჰაერი, ვიღაცა ხალხი,
მათი ნაკადი ჩემს გარშემო ღრეობას მართავს.
მე კი არ მესმის ან არ მინდა სულაც მესმოდეს.
არ მინდა ვგრძნობდე, ვეხებოდე , თუნდაც ვფიქრობდე.
დროში გავჩერდი, გავიყინე , აღარ ვარსებობ.
საათი ითვლის, კიდევ ითვლის და უსასრულოდ.
მისი წიკწიკი მონოტონურ ჩემს გულისცემას,
ალბათ გაასწრებს ან ჩაახშობს ანდაც გააქრობს.
შელოცვას ვამბობ, ლოცვას ვამბობ, უფრო ვბუტბუტებ.
ამიხდეს იქნებ, ამიხდეს იქნებ, იქნებ ამიხდეს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები