*** ბებოს საფლავს მოჰფენია წიწვები, მზის სხივები უმძიმებენ ბალახს, და ოდესმე თუკი დამავიწყდები, მეწყერიც ვერ ჩამომრეცხავს ტალახს.
აღარც მახსოვს, რამდენი დრო გავიდა, რაც ობოლი დამიტოვე დედა, დღესაც ზუსტად იგივეა ამინდი, სახლიდანაც იგივეა ხედი.
შეიცვალა მხოლოდ რაოდენობა, გამოაკლდი შვილებსა და ქმარსაც, მე კი ჩემს თავს უკვე ვეღარ ვენდობი, ვარდები ვერ მოგიტანე ახლაც.
მახსოვს, როგორ გპირდებოდი ყვავილებს, როგორ კრთოდი ტკივილების გამო, რას ამბობდი, არ მესმოდა ნამდვილად, იმედი მაქვს, გესმის, რასაც ვამბობ.
ღამით ვგრძნობ, რომ უკან ვიღაც მომყვება, ჩემი ლანდივით მსუბუქად დადის, თითქოს ქარმა დამიკოცნა ლოყები, როცა ქალაქს სურნელი აქვს ვარდის.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. სევდიანია ლექსი, სიყვარულის სითბო იღვრება შიგნიდან, ჩუმი ტკივილიც. ნექტარი. სევდიანია ლექსი, სიყვარულის სითბო იღვრება შიგნიდან, ჩუმი ტკივილიც. ნექტარი.
1. ასეთი ლექსების პოეზიის რანგში შეფასება არ შეიძლება.
ისე კარგი ლექსია, ჩანს გრძნობა. ასეთი ლექსების პოეზიის რანგში შეფასება არ შეიძლება.
ისე კარგი ლექსია, ჩანს გრძნობა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|