ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გურამ ლაცაბიძე
ჟანრი: პოეზია
16 აგვისტო, 2015


კომენდანტის საათი

წუხელ,
მახლობელი სამიკიტნოდან,
მთელი ღამის განმავლობაში გამოდიოდა ხმა,
გალეშილი ჯარისკაცების.
იდგა კომენდანტის საათი.
ვერ იდგა თავად კომენდანტი,
რომელიც მთავარ მოედანზე ჩამომხრჩვალი ეკიდა ზემოხსენებული საათის დარღვევის გამო.
ქალაქს მეტალის ბუზებივით დასტრიალებდნენ შვეულმფრენები,
ქალაქს, რომელმაც დიდი ხნის წინ შეითავსა ერთადერთი ფუნქცია-
-საკანალიზაციო სისტემის ზედა საფარი.
გაღიმებულს ვერავის ნახავდით,
თუ მხედველობაში არ მივიღებთ
არშემდგარი არჩევნების კანდიდატებს
ბილბორდებზე.
ომი, ომია!
ყველა მორჩენილი ბრძოლა ახლის საწინდარია მათთვის, ვინც პირველი წააგო.
ცენტრალურ მოედანზე,
ბაირაღივით გადმოკიდებულ კაცის სხეულთან, დგას ბიჭი
და მან უკვე იცის, რომ მამასავით კომენდანტობა უნდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები