ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
12 სექტემბერი, 2015


სიყვარულს ნაზიარები...

გოგოვ - შველივით ნაზი ხარ,
შვლის ნუკრს მიგიგავს თვალები,
მჯერა, ბევრს გულში უზიხარ
სიყვარულს ნაზიარები.

მიდიხარ... მიგაქვს ქუჩა და
მზესაც შურს შენი თეთრ შურით,
მკერდზე გიბრწყინავს ვარსკვლავი,
ამაყობ როგორც ხევსური.

ნეტავი იმას, მაგ ბაგეს
ვინც დაგიკოცნის ჟინითა,
არც არასოდეს დაგკარგავს
ჩერქეზის ისარივითა.

შენ ხომ შველივით კოხტა ხარ,
შვლის ნუკრს მიგიგავს თვალები,
ამ ლექსით დამილოცნიხარ
სიყვარულს ნაზიარები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს